2019-მა წელმა ახალ 2020 წელთან ერთად ბევრი სიახლე მოგვიტანა. მაგალითად დაიწყო საშინელი პანდემია. ამაზე ბევრს აღარ ვილაპარაკებ, რადგანაც ყველასთვის მძიმე იყო ყველაფერი. რაღაც მხრივ სახლში ჯდომა საინტერესოც იყო თითქოს ზომბების შემოსევა დაიწყო და გარეთ გასვლა არ შეიძლებოდა. მაგრამ ვფიქრობ, რომ ვირუსს დადებითი მხარეებიც აქვს.
ადამიანები სახლში რომ დარჩნენ და გარეთ აღარ გამოდიოდნენ, აღარც ანაგვიანებდნენ გარემოს და მდინარეებს. აღარ ჭრიდნენ ხეებს და ბუნებაც უფრო გამოცოცხლდა. დამამტკიცებული საბუთიც კი მაქვს: როდესაც მანქანით სიარული აკრძალეს, ქუჩები ცარიელი იყო და თბილისის ხედი ისე მოჩანდა, რომ ყოველი სახლის ფერს და სიმაღლეს დაინახავდი. გაიწმინდა ჰაერი და ქალაქში სეირნობაც უფრო საინტერესო გახდა, ვიდრე ადრე მანქანებით გადატენილ ბინძურ ქალაქში. რაც მთავარია, ბევრი რამ თავის ადგილს დაუბრუნდა და იმედი მაქვს, ყველაფერი მალე ჩაწყნარდება.
ელენე ახალაძე, 10 წლის.