2020 წელს ძალიან ცუდი რამ მოხდა. თურმე ერთმა ჩინელმა შეჭამა გველი თუ ღამურა. თურმე ეს გველი თუ ღამურა დაავადებული იყო და წარმოიქმნა კორონა. ატეხეს ერთი აჟიოტაჟი, შიმშილობა იწყებაო, ეს კორონა მთელ მსოფლიოს მოედოო და ყველა მთაში წავიდა რაღაცეების დასათესად. ჩვენც წავედით, მაგრამ მე არ წამიყვანეს დათესვისას. შენ სადა გდიოთ, პატარა ხარო. მოდი გადავიდეთ ჩვენს მოსავალზე: ჩვენ დავთესეთ კარტოფილი, მაგრამ ძალიან ცუდი მოსავალი ავიღეთ. დედა ამბობდა, მგონი სათესლე ჯობდა რომ გვეჭამაო.
სკოლა ხომ გაჩერდა და გაჩერდა. ახლა ბავშვების დასაღლელად მოიგონეს თიმსი. ეს იყო ტელეფონში და კომპიუტერში გაკვეთილები. ძალიან ცუდი იყო. ძნელად ვრთავდით. ზოგი ბავშვი სულ ვერ შედიოდა გაკვეთილზე და ცოდნას ვერ იღებდა. სასაცილო იყო ხელოვნების გაკვეთილი, იმიტომ რომ ონლაინ ვძერწავდით.
სკოლა დაიწყო. ახლა გაშეშობანას მაგივრად ვთამაშობთ კორონობანას.
სალომე წიკლაური, 8 წლის