იმის მიუხედავად, რომ ქალაქში მანქანები არ დადიან, მაინც გავჩერდი შუქნიშანთან და როცა ჩემი გადასვლის დრო მოვიდა გადავედი. მაკდონალდსში მივდიოდი, მაგრამ რატომღაც დაკეტილი დამხვდა. ამოვიღე ჩემი ძლივს მიგნებული და ნაყიდი რუკა, დავიწყე უახლოესი მაკდონალდსის ძებნა. ვიპოვე, ვნახე, რომ ახლოს იყო და ფეხით გავლა გადავწყვიტე. როდესაც ქალაქში გავისეირნე, ძალიან უცნაურად ვგრძნობდი თავს, რადგან, თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო და ქუჩებიც ცარიელი.
როგორც იქნა მივაგენი მაკდონალდსს და ისიც დაკეტილი დამხვდა. მთელ ამხელა ქვეყანაში ღია მაკდონალდსი ვერ ვიპოვე!
რაც საოცრად მაკვირვებს, ისაა, რომ ადამიანებიც არ არიან გარეთ. ერთ ან ორს თუ დავინახავდი და იმათქაც პირბადეები ჰქონდათ აკრული სახეზე. ნეტავ ატომური ბომბი ხომ არ აფეთქდა? იქნებ,სანამ მე გზაში ვიყავი, მაშინ მოხდა რამე გამოუსწორებელი… აბა რა ვიფიქრო, სად გაქრა დედამიწის მოსახლეობა?
რადგან აქ ვერ ვიპოვე ღია მაკდონალდსი, გადვწყვიტე სხვა ქვეყანაში წავსულიყავი. წავედი და იქაც ვერ ვიპოვე. ყველაფერი დაკეტილია. როგორ აღმოვჩნდი სხვა ქვეყნებში, ნუ გაგიკვირდებათ. გადაადგილების ჩემი მეთოდები მაქვს. ნელ-ნელა ვბრაზდებოდი, რადგან ამხელა გზა ტყუილად გამოვიარე. იმიტომ ჩამოვედი, რომ ჩემი ბავშვობის ოცნება ამესრულებინა და ჩიზბურგერი გამესინჯა. დავდივარ და დავწანწალებ მთელ პლანეტაზე, ვეძებ ღია მაკდონალდსს.
მომიტევე ჩემო მკითხველო თავი არ წარგიდგინე მე პინკ ფლოიდი მქვია. გალაქტიკა “კორონა” დედამიწიდან თოთხმეტი ათასი სინათლის წელიწადითაა დაშორებული. ამ გალაქტიკაში პატრა პლანეტაა, Z12 - საიდანაც ჩამოვედი. ჩემი სახლი იქ არის. ჩემს პლანეტაზე მხოლოდ ერთი გვარია-ფლოიდი, სახელი კი ფერებს აღნიშნავს ზოგიერთი ისეთია, რომელიც დედამიწაზე არც არის. ერთი სიტყვით, ჩემს თანაპლანეტელებს მათ შორის მეც, ფხვნილად გადაქცევა შეგვიძლია. მაგალითად, დედამიწაზე ფხვნილის სახით ჩამოსვლა. თუმცა, ამ გზით სხვა პლანეტაზე მოხვედრილები უკან ვეღარასოდეს ბრუნდებიან. მოკლედ, მე უცხო პლანეტელი ვარ.
ვდგავარ სრულიად სასოწარკვეთილი. ამხელა გზა ტყუილად გამოვიარე ჩიზბურგერი ვერ გავსინჯე და ვფიქრობ სახლში როგორ დავბრუნდე. და მოულოდნელად,მაღალ შენობაზე დამაგრებულ ძალიან დიდ ეკრანზე გამოჩნდა კაცი რომელსაც პირბადე უკეთია და მის ქვეშ წარწერაა. ეს ადამიანი მონიტორიდან ექიმი ინფექციონისტია და ასახელებს დაავადებულების რიცხვს, გარდაცვლილთა რიცხვს და გამოჯამრტელებულთა რიცხვს. ამ კაცის ლაპარაკიდან ვიგებ რომ დედამიწაზე ახალი ვირუსი მძვინვარებს.
უცბად მინათდება ჩემი უცხოპლანეტური გონება და ვხვდები, რომ ერთხელ ჩემი თანაპლანეტელი ერთ - ერთი ფლოიდი, მეზობელ პლანეტაზე ჩაიფხვნა და იქ რაღაც სასტიკი ვირუსი ჩაიტანა, რის შედეგადაც იმ პლანეტის მოსახლეობის მეოთხედი დაიღუპა. ჩემს აქეთ გამომგზავრებამდე კი ვაით ფლოიდი დედამიწაზე ჩამოიფრქვა და… არ მინდა დავიჯერო, რომ ამ აბსურდულ რეალობაში ჩემი მეგობრის ვაით ფლოიდის დიდი წილია.
მაპატიეთ დედამიწელებო.
ვერც ჩიზბურგერი გავსინჯე…
ბასილ ტყემალაძე, 13 წლის