თებერვალი ბოლო დღეებს ითვლიდა. მე და ჩემი კლასელები მოუთმენლად ველოდით მარტის ერთკვირიან არდადეგებს. ნანა მასწავლებელი დედის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებას გვამზადებინებდა.მაგრამ,26თებერვალსდაფიქსირდა საქართველოში covid-19. ამას არავინ ელოდა და ხალხისთვის მეტად განსაცვიფრებელი ამბავი აღმოჩნდა! სწავლა შეწყდა და ნანატრი ერთკვირიანი არდადეგები ექვსთვიან აუტანელ სახლში გამოკეტვად გვექცა.დაიწყო ონლაინ სწავლა,მონატრებული მეგობრების ონლაინ ,,ჩახუტება’’.თუმცა კარანტინს დადებითი მხარეც ჰქონდა; მე და ჩემი კლასელები მივხვდით,როგორ ძლიერად გვყვარებია ერთმანეთი,როგორ ძლიერად გვყვარებია ჩვენი სკოლა და მასწავლებლები.
ექვს თვეში ჩემთვის ორი აღსანიშნავი ფაქტი მოხდა: 3 მაისს 10 წლის გავხდი. კვირა დღე იყო და ტაძარში ვეზიარე. იქ მესანთლის ძაღლს ლეკვები ჰყავდა. მესანთლე სხვებს ჩუქნიდა ლეკვებს. მე კი ვიფიქრე, რომ ერთს მეც წავიყვანდი. თან ყოველთვის ვოცნებობდი ძაღლი მყოლოდა. მაგრამ, დამავიწყდა მშობლებისთვის მეთქვა.
ჩემი დაბადების დღე ტორტით აღვნიშნეთ. რადგან კარანტინი იყო მეგობრები და კლასელები ვერ დავპატიჟე, ამის გამო გული დამწყდა.არადა როგორ ველოდებოდი ამ დღეს,ვოცნებობდი დაბადების დღის ცენტრში მეგობრებთან ერთად გართობაზე. და აი,მოულოდნელად ნათლიები მეწვივნენ და უზომოდ გამახარეს.
ერთი თვის შემდგ გამახსენდა მესანთლის ძაღლი და მისი ლეკვები; მაშინვე ვუთხარი მშობლებს და მეორე დღესვე წავედით ლეკვის მოსაყვანად; იქ რომ მივედით სამი ლეკვი იყო მხოლოდ დარჩენილი, სამივე გოგო. გამიხარდა რადგან ბიჭები, რომ ყოფილიყვნენ აუცილებლად ბიჭს წამომაყვანინებდნენ! ლეკვებს შორის ყველაზე ჭკვიანი ავარჩიე, შავი ფერის და ,,გრეისი“ დავარქვი.მე ის ჩემი დაბადების დღის საჩუქრად ჩავთვალე. ჩემი დიდი ხნის ოცნება ამიხდა, გრეისი მყავს.
რა უცნაურია ეს 2020 წელი! რაც ხდებოდა, ყველაფერზე თან გული მწყდებოდა და თან მიხაროდა!
ელენე ჩახვაშვილი, 10 წლის