ეს უცნაური 2020 - ლიზი ბირკაძე
ეს უცნაური 2020 - ლიზი ბირკაძე

გამარჯობა ყველას, მე ვარ ლიზი ბირკაძე 11 წლის თბილისიდან და მინდა გესაუბროთ 2020 ანუ ახლანდელი წლის შესახებ. უბედნიერესი და ულამაზესი დღესასწაულის „ახალი წლის“ შემდეგ, თებერვალში იყო ჩემი უმხიარულესი დაბადების დღე, ამანაც ფანტასტიურად ჩაიარა. წელს არის „მესამე მსოფლიო ომი“ რომელშიც მთელი დედამიწა ვებრძვით „უჩინარ მტერ Covid 19”-ს რომელიც წელს გამოჩნდა და მთელი სამყარო მოიცვა. ეს არის ვირუსი რომელმაც ხელების დაბანა, დისტანცია, პირბადის ტარება, სისუფთავე და სხვა წესები ზოგს გვასწავლა და ზოგს გაგვახსენა, მაგრამ ყველა დავიღალეთ, გვინდა დავუბრუნდეთ ძველ ცხოვრებას ნასწავლი და

შეხსენებული წესებით, თუმცა კორონა ვირუსი ჯერ კიდევ არ ნებდება.

არა, არა ნუ ნერვიულობთ ჩვენ ხომ ერთად ვართ და ამას შევძლებთ.

მაშინ როცა სხვადასხვა ქვეყანაში კორონა ვირუსმა ბევრი ადამიანი დააავადა, დაიხურა სკოლები, ბაღები, სამსახურები, მაღაზიები, და სახლების კარებებიც, ჩვენ კი დავრჩით სახლში გამოკეტილები. სკოლის მოსწავლეებს სკოლის დაწყებას ველოდით თუმცა სკოლის მაგივრად კომპიუტერები შეგვრჩა ხელში, დიახ, სწორად მიხვდით გაკვეთილებიც ონლაინ იყო და ბევრი ონლაინ მუშაობდა სამსახურში, ეს რა თქმა უნდა ხალხის უმეტესობას არ მოსწონდა. „კორონა ვირუსით“ დაინფიცირებულთა რიცხვი ნელ-ნელა იზრდებოდა, და სამწუხაროდ ეს არაა ჩვეულებრივი ვირუსი რომელიც, მორჩა და ჩაივლის, „კორონას“ ბევრი ადამიანი  ემსხვერპლა და გარდაცვლილთა რაოდენობაც იზრდებოდა. აუცილებლად რამე უნდა მოვიმოქმედოთ და ის დავამარცხოთ!!!

ზაფხულის არდადეგები რაჭაში გავატარე, მე

იქ მამიკოსთან და ჩემ დასთან ერთად ჩავედი, მამას საქმეები ჰქონდა თბილისში და მეორე დღეს წამოვიდა. რაჭაში კიდევ იყვნენ: ჩემი ბებია, ბაბუა,ბიძიები, ბიცოლა და ჩემი ბიძაშვილი. კარგად დავისვენეთ და მამიკოც ხშირად გვიკეთებდა სიურპრიზებს და ჩამოდიოდა ხოლმე. ჩემი დაიკოს დაბადების დღეზეც ჩამოვიდა და საჩუქრები ჩამოგვიტანა, საჩუქრები თბილისიდან ბებომ და მამიდამაც გამოგვიგზავნა, ყველაფერი ლამაზად მოვრთეთ და ეს დღე იდეალურად აღვნიშნეთ. მე ძალიან ხშირად ვიღებდი გათამაშებებში მონაწილეობას, სულ ვფიქრობდი იქნებ გამიმართლოს მეთქი, მაგრამ ამაოდ. მე პანფიუმერია და კოსმეტიკა ძალიან მიყვარს, და საბავშვო კოსმეტიკის გათამაშებაშიც მივიღე მონაწილეობა, რვის რაღაც წუთებზე ჩავრთე ტელეფონი შევედი Facebook-ზე რომ მენახა გათამაშების ყველა პირობა თუ შევასრულე და პირველივე პოსტი მხვდება გათამაშების ავტორის, არის დიდი პოსტი მაგრამ მე პირველი რასაც ვხედავ ეს არის ჩემი სახელი და გვარი, ფოტო რომელსაც აწერია „ჩვენი გამარჯვებულია“ დიახ, სწორად მიხვდით მე გავიმარჯვე ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, მართლა არ ველოდი, სიხარულისგან დავხტოდი და თბილისში როგორც კი ჩამოვედი ჩამომიტანეს ჩემი უსაყვარლესი პრიზი.ძალიან მომენატრა ჩემი ოჯახის წევრები და მთელი თბილისი მათი ნახვა ძალიან გამიხარდა.

რაც შეეხება „კორონა ვირუსს“ ისევ იზრდება დაინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი. სწავლა ისევ ონლაინაა, თუმცა სკოლა დაიწყო თავისი წესებით და ყველას ძალიან გაგვიხარდა. ეს წელი მართლაც ძალიან უცნაურია, თან კარგი, თან ცუდი. ახლა გამომცემლობა „პალიტრა L“ -ის გათამაშებაში ვიღებ მონაწილეობას, ძალიან მინდა მოგება, ნეტავ გამიმართლოს და ამან ეს წელი ჩემთვის უკეთესი გახადოს!

ლიზი ბირკაძე, 11 წლის

1162
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
ლალი
1
Წწარმატებები და კიდევ ბევრი წარმატებები.
21:19 / 15-10-2020
0
ლიზიიიი წარმატებებიიი ჩემო კარგოოო
21:01 / 15-10-2020
ყველაზე კითხვადი