ეს უცნაური 2020 - მარიამ ფარტენაძე
ეს უცნაური 2020 - მარიამ ფარტენაძე
ჰმმ...ნეტავ რატომ უცნაური? ნეტავ რატომ მაინცდამაინც 2020? იქნებ კორონა ვირუსმა შეგვაწუხა, იქნებ დავიძაბეთ ამდენი ომით და სიკვდილიანობით. იქნებ ვინმემ მოაწყო ამდენი აურზაური მაგრამ ჩემი მოსაზრებით ყველაფერი ტყუილია. ეს კორონა ვირუსი ბავშვებს ნერვულ სისტემას გვინადგურებს. მოდი ერთ-ერთ მაგალითს მოვიყვან რატო ჩაკეტეს აჭარა? ნეტა იმიტო რო აჭარაში ყველაზე ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და არა იმიტომ რომ ოქტომბრის ბოლოს არჩევნებია და უმეტესი ოპოზიციონერი აჭარაშია? ნუ თუ ვერ ხვდებით ხალხო ბავშვებს ცხოვრებას გვინადგურებთ და ამით თქვენ სარგებლობთ. მინდა მეც შევადგა ფეხი 15 სექტემბერს სკოლაში და
მეგობრებს შევხდე. სკოლას თავი დავანებოთ ბავშვების შეკრებაც კი აკრძალულია ნუთუ სხვის ქურქს იცვამთ და თქვენსას მოიცლით. აი ასეთია ჩემი მოსაზრება "ეს უცნაური 2020"-ზე და მე ამ კნკურსში მონაწილეობით კმაყოფილი ვარ რადგან ვიმედოვნებ ჩემი თემა ჟურნალ "კარუსელ"-ში მოხვდება და გაიგებენ ბავშვები სად ვართ და რომელ მარცვალს ვთესავთ აქ საქართველოში.
მარიამ ფარტენაძე, 10 წლის

100
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი