ეს უცნაური 2020 - მარინე ფუტკარაძე
ეს უცნაური 2020 - მარინე ფუტკარაძე
ახლა შემოდგომაა... სადაცაა 2020 წელი მიილევა და ძალიან მინდა, მცირე მიმოხილვა გავაკეთო ამ უცნაური 2020 წლის შესახებ.
2 მარტიდან დღემდე აღარ მივსულვარ სკოლაში, აღარ ვმჯდარვარ მერხზე, აღარ განმიხილია მეგობრებთან ერთად სხვადასხვა წიგნები და ავტორები და აღარ მინახავს ბევრი ის ადამიანი რომელიც ძალიან მენატრება... დღესაც ასე გრძელდება., რაც ძალიან არ მინდა. მე პირადად ძალიან ნაყოფიერად გამოვიყენე ის პერიოდი როდესაც ყველაფერი დაკეტილი იყო, ქუჩები ცარიელი 9-ის მერე კი კომენდანტის საათი. ამ პერიოდში დავფიქრდი თუ რა კარგი იყო, როდესაც სკოლაში დავდიოდი, ხშირად ვნახულობდი
ჩემს ახლობლებს, რომლებიც ახლაც ძალიან მენატერებიან. წავიკითხე ძალიან ბევრი წიგნები და ამით გავიმდიდრე ლექსიკური მარაგი, მივიღე სხვადასხვა ტრენინგებში თუ კონკურსებში მონაწილეობა, რა თქმა უნდა ონლაინ. საკუთარ თავში აღმოვაჩინე ძალიან ბევრი ახალი თვისება და ნიჭი, რომელიც ძალიან გამომადგა და აუცილებლად გამომადგება ბევრ საქმეში. გამიჩნდა ძალიან ბევრი იდეა, მაგ: მეგობრებთან ერთად დამერგო ხეები, დამესუფთავებინა გარემო და ჩემი წვლილი შემეტანა გლობალური დათბობის შეჩერებაში. ამ იდეას უკვე ჩავუყარე საფუძველი და მალე მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ რომ ეს იდეები განვახორციელოთ. როგორც მოგეხსენებათ მე სოფლად ვცხოვრობ, მაღალმთიანი აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს სოფელში, რომელის პეიზაჟებით ნამდვილად მოხიბლული დარჩებით. კარანტინის პერიოდში დრო ტყეში სეირნობით, წიგნის კითხვითა და ფოტოგრაფიით გამყავდა... ფოტოგრაფია სწორედ ის ერთ-ერთი
ნიჭია, რომელიც თვითიზოლაციის პერიოდში აღმოვაჩინე. მგონი წელს ძალიან განსხვავებული ზაფხული მქონდა. ვიმედოვნებ, რომ მომავალ ზაფხულამდე მთელი მსოფლიო დავამარცხებთ COVID-19-ს დისტანციის დაცვითა და პირბადის ტარებით... საბოოლოო ჯამში 2020-2021 წლის სასწავლო წელიც დისტანციურად დავიწყეთ, რაც მართლა ძალიან რთული აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვისაც. ძალიან მენატრება სკოლის თეთრი კედლები, კუთხეებსი პატარა ბზარებით, ჩემი საკლასო ოთახი, რომელიც ჩემი და ჩემი კლასელების მიერ დამზადებული პლაკატებით არის აჭრელებული, ჩემი თბილი მასწავლებლები, რომლებიც თავს არასდროს ზოგავენ რომ განათლება მივიღოთ და ყველაფერს კარგად ვფლობდეთ, რადგან მომავალში გვქონდეს საკუთარი კარიერა, განათლება და დამოუკიდებელი ცხოვრება. ასევე მენატრებიან ჩემი ბევრი ახლობელი, მეგობრები და მენატრება ის გარემო, რაც ჩვეულებრივ ცხოვრებას ახლდა პანდემიამდე.
მაგრამ პანდემიას თავისი დადებითი მხარეებიც გამოუჩნდა. მაგალითად: საგრძნობლად გასუფთავდა მსოფლიო იმ ნარჩენებისგან და დაბინძურებისგან რასაც ადამიანები წარმოქმნიდნენ, გაიწმინდა ჰაერი, ვენეციის არხებში გამოჩნდნენ დელფინები, დიზაინერებმა კი დაიწყეს ფიქრი თუ როგორ თუ, როგორ გაეხადათ პირბადეები ტრენდული.
მე კმაყოფილი ვარ, რადგან როგორც უკვე ზემოთ გითხარით, თვითიზოლაციის პერიოდი ნაყოფიერად გამოვიყენე, ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში, წავიკითხე ძალიან ბევრი წიგნი და აქედან დასამახსოვრებელი იყო ერიხ მარია რემარკის „სამი მეგობარი“ და ქართველი, თანამედროვე მწერლის, თეა ინასარიძის „მეცხრე ფლიგელი“.
ეს 2020 წელი, მართლაც ძალიან უცნაური იყო. საბოლოო ჯამში უნდა შევეგუოთ ამ ყველაფერს, ვისწავლოთ ვირუსთან ერთად ცხოვრება, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. ყველაფერი კარგად იქნება. ამასაც გადავლახავთ. გისურვებთ ჯანმრთელობას.

54
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა