ნინისთვის 2020 წელი უჩვეულოდ შემობრძანდა.ყველა წლებისგან განსხვავებით ის ახალ წელს სოფელში შეხვდა.ეს ახალი წელი ყველაზე განსხვავებული იყო მისთვის .სოფელში ყველაფერი სხვაგვარად იყო და ნინისაც მომავალი წლისთვის დიდი იმედები ქონდა.
არდაგეგები დამთავრდა ,ნინი სკოლისკენ გაეშურა. 1 თუ 2 თვე იარა სკოლაში ,შემდეგ გამოცხადდა რომ უცხო ქვეყნებში იფეთქა დიდმა ეპიდემიამ ,ჩვენ არ გვეშინოდა ,თუმცა მალე საქართველოშიც იფეთქა ვირუსმა .გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა ,ექიმებმა სახლში ყოფნისაკენ მოუწოდეს ხალხს და ნინიც დისტანციურ სწავლას შეუდგა.
ნინის თავდაპირველად გაუხარდა ,ეგონა არდადეგები გაუგრძელდა ,მაგრამ მალე მასწავლებლებმა დიტანციურ სწავლებაზე გადაიყვანეს და ნინი სახლიდან ჩაერთო გაკვეთილებს.მისთვის ეს უჩვეულო იყო ,სახლში იყო ,მაგრამ გაკვეთილები ტარდებოდა ,ნინის თავიდან მოსწონდა ,აქტიურიც იყო ,მაგრამ შემდეგ მოიწყინა სკოლა ენატრებოდა ,ასევე კლასელებიც .არდადეგები მოახლოვდა.ნინის ცხოვრებაში არ მოსწყენია არდადეგები, ამ ზაფხულს კი აღარც უნდოდა სახლში ჯდომა.უჩვეულო არდადეგები ბოლოსდაბოლოს დასრულდა .ნინი ელოდა სკოლის ზარს საკლასო ოთახში, მაგრამ სწავლა კვლავ დისტანციურად გაგრელდა.
აი ,დადგა ის დღე რომელსაც ნინი ამდენ ხანს ნატრობდა .ბედნიერმა გოგომ შეაღო სკოლის კარი და შეხვდა მონატრებულ მასწავლებლებს და კლასელებს .ნინი ძალიან ბედნიერია, უნდა რომ ეს ლამაზი დღეები არ დასრულდეს ,იყოს მშვიდობა და ყველა ადამიანის გული ბედნიერებით იყოს აღსავსე.
მარიამ იმედაშვილი, 11 წლის