2019 წლის 31 დეკემბერს მეგონა, რომ ეს წელი იქნებოდა საინტერესო და მრავალფეროვანი, მაგრამ 2020 წლის დასაწყისში მივხვდი, რომ ასე არ იქნებოდა, რადგან წლის დასაწყისში ბევრი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. 2019 წელი უფრო კარგი აღმოჩნდა 2020 წელთან შედარებით. 2020 წელს მოხდა ბევრი სახიფათო და ზიანის მომტანი რამ; ჩინეთში გაჩნდა კორონა ვირუსი და ეს ვირუსი გავრცელდა სხვადასხვა ქვეყნებში ასევე საქართველოშიც. კორონა ვირუსის გავრცელებამ იმატა და ავიდა 10225 შემთხვევამდე, აქედან გამოჯანმრთელდა 5574 და გარდაიცვალა 66 ადამიანი. დავდივართ პირბადეებით, ვიტარებთ დეზინფექციას. დააწესეს კომენდანტის საათი,სადაც 9 საათის შემდეგ არ დადიოდა არცერთი მანქანა და არცერთი ქვეითი ქუჩაში.
ამის გაგების შემდეგ ძალიან ავნერვიულდი და შევშინდი,როგორც მე,ასევე ყველა ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები. 2020 წელს მოხდა კიდევ ერთი უბედურება, ავსტრალიის ტყეში გაჩნდა დიდი ხანძარი. ამ ხანძარმა შეიწირა ბევრი ადამიანი,ბევრი ცხოველი და ფრინველებიც .მე ძალიან დიდი ტკივილი მივიღე ამ ხანძრის გაგების შემდეგ და მეგონა ,რომ ეს წელი არ იქნებოდა კარგი.ძალიან შემეცოდა ცხოველები და ადამიანები. 2020 წელს ასევე გარდაიცვალა გამოჩენილი ადამიანები: ივანე გოგიტაძე-ქართველი მსახიობი; კახაბერ შარაბიძე-ქართველი მსახიობი; თენგიზ სიგუა-ქართველი პოლიტიკოსი; გოგი თოდაძე-ქართველი რეჟისორი; კობი ბრაიანტი-ამერიკელი კალათბურთელი; ბექა ბურდიაშვილი-ქართველი მორაგბე; გომარ სიხარულიძე-ქართველი კომპოზიტორი; შოთა გორგოძე-საქართველოს ყოფილი შსს-ს მინისტრი; გურამ გეგეშიძე-ქართველი მწერალი; ზაზა ხალვაში-ქართველი რეჟისორი; გიორგი შენგელია-ქართველი რეჟისორი; ლევან მოსეშვილი-ქართველი სპორტსმენი; გივი მარგველაშვილი-ქართველი მწერალი; ავთანდილ წულუკიანი-ქართველი იურისტი; ნუგზარ ბარიმიძე-ქართველი მსახიობი; მერაბ გეგია-ქართველი ხელოვნებათმცოდნე; რატი სამყურაშვილი-ქართველი პოლიტიკოსი; რეზო ესაძე-ქართველი რეჟისორი; ომარ ჩიტაია-ქართველი მსახიობი,მომღერალი,ჟურნალისტი; ზემფირა გუნია-ქართველი მსახიობი; დალი ჩიკვილაძე-ქართველი მეცნიერი; გიორგი რევაზიშვილი-ქართველი მსახიობი; ლალი ბადურაშვილი-ქართველი მსახიობი.
კიდევ ერთი უბედურება მოხდა ამ წელს,ერთ დღეს გადავარდა სამგზავრო ტრანსპორტი, რომელსაც 17 ადამიანი ემსხვერპლა.ამ დროს ჩემი კარგი გრძნობები გაქრა.შემდეგ კი ყველაზე ძალიან შემიშინდა.ძალიან ცუდი გრძნობაა იმის გაგება ,რომ ამდენი ადამიანი შეეწირა ამ ამბავს. ასევე გარდაიცვალა თბილისის ზღვაზე ორი 15 წლის ასაკის ბავშვი.
ამ წელს მე და ჩემი მეგობრები ვერ მივდიოდით სკოლაში, ამიტომაც გაკვეთილები გვიტარდებოდა ონლაინ. ბავშვებს იმედი გვქონდა, რომ წავიდოდით სკოლაში და ისე შევხვდებოდით ჩვენს მასწავლებლებს, მაგრამ ასე არ მოხდა. მეხუთე კლასში გადასვლის შემდეგ უნდა შევხვედროდით ერთმანეთს 15 სექტემბერს ,მაგრამ არ დაიწყო. მე გამიცრუვდა იმედები შემდეგ კი თქვეს, რომ დაიწყებოდა სწავლა 1ოქტომბერს ,მაგრამ მე აღარ მჯეროდა რომ დაიწყებოდა სწავლა და არ გვექნებოდა ონლაინ გაკვეთილები ,რატომღაც 7 თვის ლოდინის შემდეგ წავედი სკოლაში, ვნახე მეგობრები, გავიცანი ახალი მასწავლებლები და ჩემი დამრიგებელი.ასევე დაგვემატა ორი ახალი მოსწავლე . მე და ჩემმა მეგობრებმა ისინი გავიცანით და დავმეგობრდით. მე ბედნიერი ვარ სკოლაში. მაშასადამე იმედი მაქვს, რომ 2020 წელი კარგად დასრულდება. აღარ გავრცელდება კორონა ვირუსი, არ დაიკეტება სკოლები ისევ, არ დაიღუპება ბევრი ადამიანი , აღარ გაჩნდება ხანძრები, არ ვივლით პირბადეებიით, რადგან მისი ტარება ზიანს აყენებს ჩვენს ჯანმრთელობას.
ლიზი ქურდოვანიძე,10 წლის