ჩემთვის ყველაზე უცნაური 2020 წელი იყო. ერთ დღეს, როცა სკოლიდან მოვედი, ვიმეცადინე, გაზაფხულის თბილი ჰაერი შევისუნთქე, დღე სხვადასხვა აქტივობებით მივლიე და ჩვეულებრივად დავიძინე. რას ვიფიქრებდი თუ სხვანაირ სამყაროში გავიღვიძებდი?
დილით, ფანჯარაში რომ გავიხედე თვალებს არ დავუჯერე, მოვიფშვნიტე და ხელახლა გავიხედე. აუცილებელ ნივთად პირბადე ქცეულიყო, ხელები ერთჯერად ხელთათმანში ჩაცურებულიყო.ხალხს ჩანთები გაევსო სადეზინფექციო ხსნარით. სუპერმარკეტებში ძალიან დიდი რიგი იყო, ზოგი რას ეზიდებოდა სახლისაკენ, ზოგიც რას. მე და დედამაც მოვიმარაგეთ სამყოფი საკვები.
სწავლა ონლაინ დავიწყე, ჩემი სკოლა სახლში გავხსენი. ჩემი ყველა კლასელი კომპიუტერის ეკრანზე დაეტია, მასწავლებელიც კი! რაც თუ ქვედაბოლო ტანსაცმელი მქონდა თაროზე შევკეცე და წელსზემოთა ტანსაცმელს მივენდე. დავიმეგობრე დედა, მამა, რვა ბავშვი და საბარგო მანქანა, პეპიც მოვიკითხე ვილა ყიყლიყოში,ის ისევე რწყავს წვიმაში ყვავილებს, როგორც მე, კარლსონს სახურავზეც ვესტუმრე, მაგრამ ქილა მურაბა არ მიმიტანია ( ძალიან მიყვარს ტკბილეული).
ეზოს მეგობრები ხშირად ვიჭყიტებოდით აივნიდან, ერთმანეთი რომ გვენახა ან შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს. რა უცნაურია! რამდენ ადამიანს ჩავეხუტებოდი ძველებურად, მაგრამ არ მინდა შევაშინო. თავი ავგუსტ პულმანი მგონია, რომელსაც ყველა გაურბის, მაგრამ ის ყოველთვის სიკეთეს ირჩევს.
მე მჯერა, რომ მალე ყველაფერი კარგად იქნება. ესეც ზღაპარია, რომელიც უნდა წაიკითხო და შენ გააგრძელო კეთილად. იმედია ჩემს შეკეცილ ტანსაცმელს მტვერი არ დაედო, ჩემი მეგობრებიც მელოდებიან. ჩვენ მალე შევხვდებით, მთავარია არ დავივიწყოთ ერთმანეთი და ჩვენ არ დაგვედოს მტვერი. დავიწყებაზე დიდი ვირუსი არ გამიგონია.
ნინო ფუტკარაძე
10 წლის