მაშინ, როცა თოვლის თეთრი ფანტელი ძირს განუწყვეტლივ სცვიოდა, მთებს თეთრ „სუდარას“ უკერავდა და ხეებს უჩვეულოდ მოსავდა... ამ დროს მე ფანჯრიდან ჩაფიქრებული გარეთ გავსცქეროდი და თან, რაღაც შიში მიპყრობდა. თითქოს ეს თეთრი ფანტელები, რაღაც ცუდი ამბის მოყოლას სცდილობდნენ... წელს ჩიტებიც , სადღაც ძალიან შორს, ძალიან მალე გაფრინდნენთითქოს უკან დაბრუნებას აღარ აპირებდნენ...
შემდეგ დადგა სანატრელი ახალი 2020 წელი . ყველას გვიხარია განსაკუთრებით ბავშებს , რადგან ახალი წელი ახალი მოვლენებისა და ახალი ცხოვრების დაწყების წელია , რომელსაც ყველა დიდი მოლოდინებით აღსავსე ველოდებით. ყველას გვიხაროდა , მაგრამ ეს სიხარული ჩინეთში მყოფმა ბოროტმა არსებამ „Covid-19“ -მა შეცვალა. უჩინარი მტერი ყველას თავს ესხმოდა, ჯერ ადამიანის ყელში ძვრებოდა, შემდეგ ფილტვებამდე აღწევდა და იქ იდებდა ბინას, მანამ არ ანებებდა თავს ადამიანს სანამ ბოლომდე არ გაანადგურებდა... ახალი წელი ასეთი ცუდი ჩემთვის არასდროს არ ყოფილა, ასეთი ცუდი მოვლენების მომტანი... ყველა სახლებში გამოგვკეტა, გამოგვიხურა სკოლის კარებიც, ის ძალიან დიდ მაშტაბებს აღწევდა, ანადგურებდა ადამიანებს... მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო მაინც დიდი ძალა ჰქონდა, პატარაა, მაგრამ იმდენად ძლიერი, რომ მთლიანი მსოფლიო მისი ბრძანებების ქვეშ მოაქცია... ძალაინ , ძალიან უცნაური გახდა ყველასთვის 2020 წელი... მე 2020 წელს ვუწოდებ „ პირბადეებით დანახულ მსოფლიოს“... ეს წელი არის სიჩუმეში გატარებული „იზოლილებული“ წელი, სადაც ხალხს ერთმანეთთან მისვლის ეშინია,.. მაგრამ მაინც რაღაც გვასწავლა ამ წელმა „მონატრების“ ფასი, თუ როგორ ძნელია მეგობრების, ახლობლების, სკოლის გარეშე ცხოვრება, ეჰჰ, როგორი აუტანელია სახლში მარტოდ გატარებული ყოველი წამი....
შეცვლილია ყველა და ყველაფერი ამ 2020 წელს ყველას სხვა იერსახე აქვს მაგალითად ადრე თუ ქუჩები გადატვირთული იყო მომღიმარი ხალხით ახლა ძალიან ცოტაა, პირპადეებით მყოფი ხალხი , რომლების ღიმილის დანახვაც შეუძლებელია . ოჰ ეს 2020 წელი როგორი უცნაური ყოფილა თითქოს მზეც კი სხვანაირად ანათებს, რაღაც მოწყენილად...
სალომე ბერიძე, 11 წლის