ეს უცნაური 2020, მაგრამ ჩემთვის ლამაზი ახალი წელი დადგა,უცნაური და გამორჩეული გრაფიკით.თითქოს ყველაფერი მშვიდიდ დაიწყო,ვიდრე ჩინეთში არ გასინჯეს უცნაური კერძი „ღამურა“და დაიწყო უცნაურობები. უცნობმა ვირუსმა მოიცვა მსოფლიო,საოცარი სისწრაფით დაავადნენ სოფლები,ქალაქები,მატერიკები.შიში დასადგურდა ადამიანებში.სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში შეწყდა სასწავლო პროცესი,სახლებში ჩავიკეტეთ,არსად არ მივდიოდით,ჩვენც არავინ გვსტუმრობდა.
დიახ,ეს იყო ყველაზე რთული და უცნაური დღეები.გვენატრებოდა ერთმანეთი,ვერ ვეგუებოდით აკრძალვებს,მივეჩვით მართლაც „უცნაურ გაკვეთილებს“.....
მსურს, რომ ეს ყველაფერი წარსულს ჩაბარდეს და აღარ გაგრძელდეს ეს უცნაური 2020 წელი! გვაჩუქოს უცნაური ფერები,უჩვეულო და უცნაურად თბილი ამინდები.
ახალ წლამდე სამი თვეა დარჩენილი,იმედია იუმორით გავიხსენებთ ამ 2020 უცნაურობებს.