უცნაურად დაიწყო 2020 წელი...
ერთ ჩვეულებრივ დღეს სასტუმრო ოთახში ვმეცადინეობდი. უცებ ყური მოვკარი ტელევიზორის ხმას. ამბობდნენ რომ რაღაც ვირუსმა, სხვა ქვეყნების შემდეგ ჩვენს ლამაზ საქართველოსაც შეახო თავისი ბინძური ხელები. ამბობდნენ ,რომ უნდა დაგვეცვა წესები და დავრჩენილიყავით სახლში. დავიცვათ დისტანცია 1-2 მეტრი; პირბადე ყველა ხალხმრავალ ადგილას უნდა გვეკეთოს. სადეზინფექციო ხსნარით უნდა გვქონდეს დამუშავებული ხელები; ავადმყოფებთან არ უნდა გვქონდეს ხშირი კონტაქტი, გვაფრთხილებდნენ ტელევიზორიდან. თურმე ამ ვირუსს კორონა ჰქვია და ძალიან,ძალიან პატარაა. ამ ვირუსს კორონა იმიტომ ჰქვია რომ გვირგვინს ძალიან წააგავს. მრგვალია და გარშემო ყველა მხარეს წაწვეტებული ანტენები აქვს. ჩვენმა ორგანიზმა არ იცის როგორ შეებრძოლოს მას. ვირუსები ადამიანებს საერთოდ არ ჰგვანან. ისინი არც ჭამენ და არც ჩვენსავით იქცევიან. იმისათვის რომ იცოცხლონ მათ სჭირდებათ ჩვენს სხეულში შემოსვლა. თუ ჩვენს მშობლებს არ დავუჯერებთ მაშინ კორონა ვირუსი ჩვენს სხეულშიც შემოაღწევს.
საინტერესოა საიდან დაიწყო ყველაფერი.....
ყველა ადამიანს განსხვავებული აზრი გააჩნია. ჩვენ ბავშვები ვფიქრობთ რომ საზაფხულო გეგმები ერთმა ჩინელმა ჩაგვიშალა, რომელმაც ვერ გაუძლო ცდუნებას და ღამურა შეჭამა. ჩემი მოხუცი მეზობელი კი ფიქრობს, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ პოლიტიკური ამბებია, ის ბრაზობს რადგანაც ფიქრობს რომ ამ უაზრო ვირუსის გამოგონებისას ყველაფერი ვერ შეისწავლეს და ჩვენს ქვეყანამდეც მოვიდა ვირუსი. არავინ უარყოფს, რომ ამ ვირუსს ბევრად უფრო დიდი შედეგები მოჰყვა ვიდრე ჩვენ ველოდით. მახსოვს ჩემი პირველი რეაქცია: ჩინეთში ახალი ვირუსი გამოჩნდა, არ არსებობს წამალი და მას უკვე ჰყავს პირველი მსხვერპლი. მეგონა რომ ხალხი ამასაც მარტივად გადალახავდა. მეც ძალიან ვცდებოდი და მთელი დედამიწაც. ამ ვირუსმა დაგვანახა თუ რაოდენ საშიშია ხალხის უპასუხისმგებლობა. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ყველა დროს ჰყავს თავისი გმირები. ვფიქრობ რომ ჩვენი დროის გმირები ექიმები და პოლიციელები არიან.
ახლა, ამ პანდემიის დროს, ონლაინ გაკვეთილების დროს, ადამიანებმა ისწავლა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა ყველაფრის და ერთმანეთის მიმართ.
ჩვენ ვეღარ ვნახულობთ ჩვენს ახლობლებს,მეგობრებს, ნათესავებს,სკოლას. ამ ვირუსის დროს ბევრი კეთილი ადამიანი გამოჩნდა. ისინი სამსახურის გარეშე დარჩენილ ადამიანებს ეხმარებოდნენ. საქართველომ ვირუსს ყველა კარი დაუკეტა და ამაყად ებრძოლება მას. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ქართველი ექიმის კომენტარი მოვისმინე. ის ამბობდა რომ ეს ვირუსი ჩახუტების ვირუსიაო. ათასობით ადამიანი თბილმა, მეგობრულმა და სიყვარულის ჩახუტებამ შეიწირა. დიახ, იმ ჩახუტებამ, რომელიც გვაკლია ამ შვიდი თვის განმავლობაში.
დღეს ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს.
მე მჯერა,დედამიწას ძინავს და ჩუმ სიზმარს ხედავს, ის მალე გამოიღვიძებს თუ ჩვენც დავეხმარებით...!!!
ქეთევან სურმანიძე, 10 წლის