თაგვი--- ცხოველი , რომელიც მთელს დედამიწაზეა გავრცელებული. ის თითქმის არავის უყვარს და თქვენ წარმოიდგინეთ არც მისი პატარა შვილები---წრუწუნები. თუმცა მულტფილმებში ისინი ბევრად საყვარლები და მეგობრულები არიან, მხსნელადაც კი გვევლინებიან (ი.გოგებაშვილის"ლომი და თაგვი")
სწორედ თაგვის წელიწადია "ეს უცნაური 2020"
თითქოს ერთი შეხედვით ყველაფერი მშვიდად და ბედნიერად დაიწყო. ბევრი სურვილი ამისრულდა...ოცნებაც კი ამიხდინეს ჩემმა მშობლებმა, როდესაც პატარა ძაღლი „ქუქი“ მაჩუქეს, სკოლაში ახალი მეგობრები შევიძინე, ბევრი მოგზაურობა, წვეულება, ღონისძიება და მხიარული დაბადების დღეები გვახალისებდა ყველას.
თუმცა ერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი შეცვალა პანდემიამ, უცნაურმა ვირუსმა, რომლის გამოც არც სკოლაში დავდივარ, არც ცეკვაზე, მეგობრებსაც ვერ ვხვდები, წვეულებები გადაიდო, მოგზაურობა არ შეიძლება, ვეღარც ჩემს საყვარელ მწერლებს ვხვდები მწერალთა სახლში...
მხოლოდ უცნაური სიტყვები: კოვიდ-19, ონლაინ გაკვეთილები, დისტანცია, ჰიგიენის დაცვა, ნიღბები, კარანტინი მესმის რატომღაც...
უცნაურია ისიც, რომ მამა სახლშია და სამსახურში არ მიეჩქარება...
ქალაქმა მოიწყინა...დარდიანია მგონი...
თვითმფრინავებს კი არა---თითქოს ჩიტებსაც ვერ ვხედავ ცაში...
ასეთია"ეს უცნაური 2020"
თიკო ოდიშარია, 11 წლის.