ეს უცნაური 2020 - ნინო კუტივაძე
ეს უცნაური 2020 - ნინო კუტივაძე

სკოლის ფიქრები:
28 თებერვალი
დღევანდელი დღე უცნაურად დაიწყო, ცოტა ბავში ირეოდა ჩემს დერეფნებში...ჟრიამულობამ იკლო.

29 თებერვალი
მძულს შაბათ-კვირა, მხოლოდ უჟმური დარაჯი თუ დაიარება ჩემს ოთახებში.
1 მარტი
არა...დარაჯის ტელევიზორში თქვეს, რომ 2 მარტიდან არდადეგები დაიწყება. ღმერთო, გთხოვ, რომ ეს პირველი მარტის ხუმრობა იყოს.

11 წლის იოანას დღიური:
29 თებერვალი
ჩემო ძვირფასო დღიურო, მართალი ყოფილა, ოცნებები მართლაც ხდება - სკოლა გადაიდო და გართობის დროც მოვიდააააა....

1 მარტი
სოციალური დისტანცირება, თვითიზოლაცია!!! კარგით რაა... არდადეგები ხომ იმისთვის მინდოდა რომ ძირს ჩავსულიყავი და მეთამაშა,

ნინოსთან გავსულიყავი, კინოში წავსულიყავი, მაგრამ მე ცხვირსაც კი ვერ ვყოფ გარეთ...იქნებ... შევცდი...იქნებ სულაც არ ხდება ოცნებები... არა, რა თქმა უნდა, ხდება, მე მხოლოდ არდადეგები ვინატრე, ჰოდა, რაც ვინატრე ის ასრულდა, თან დავალებები არ მექნება და ჩემდა საბედნიეროდ, არსებობს: ფილმები, წიგნები, ფანქრები და ფურცლები, ასე რომ ისევ მჯერა ოცნებების ახდენის, შენ?


სკოლის ფიქრები:
2 მარტი
ეს დღე ყველასგან გამორჩეული იყო, არცერთი სულიერი ჩემს კედლებში, უკანასკნელი დარაჯიც კი არ არის ჩემს შენობაში, გარშემოც კი არავინ დადის, მხოლოდ მანქანა თუ ჩამიქროლებს, ისიც იშვიათად და სწრაფად. მაგრამ ეს ყველაფერი ამჯერად ასე აუცილებელი სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს - რას გავაკეთებთ ამაზე ღირებულს. ნეტა, როგორ არიან ჩემი მეგობრები ამ უცნაურ დისტანციურ
სამყაროში...

იოანას დღიური:

2 მარტი
დღევანდელი დღე ძალიან უბრალო იყო, არაფერი მომხდარა, სრულიად არაფერი.

3 მარტი
ისევ და ისევ უბრალოება და მეტი არაფერი...

15 მარტი
არაფერს გწერდი, ბოდიში, მაგრამ რა უნდა მომეწერა, როდესაც ყველაფერი რობოტული თანმიმდევრობისაა: გაღვიძება, ვარჯიში, ჭამა, წიგნის კითხვა, ხატვა, ჭამა, ფილმისყურება, წიგნის კითხვა, ჭამა, ხატვა, წიგნი, ვარჯიში, ჭამა, დაძინება, გაღვიძება, ვარჯიში, ჭამა, კითხვა, ხატვა, ფილმი.... და ეს ყველაფერი მეგობრების გარეშე! დღეს გამოაცხადეს, რომ სწავლა 21 აპრილამდე გადაიდება. ვნატრობდი სწავლის დამთავრებას, ახლა, კი მისი დაწყების მეტად არაფერი გამიხარდება, არაფერი გამიხარდება ბებიასთან წასვლზე მეტად, ჯენის მოფერებაზე და მარის ნახვაზე მეტად, არაფერი გამიხარდება სოფელში ყოფნაზე და ახლობლებთან გართობის საშუალებაზე მეტად, არაფერი გამხარდება ნამდვილ ცხოვრებაზე მეტად, ნამდვილ სიცოცხლეზე მეტად... არაფერი...
ხვალიდან ონლაინ გაკვეთილები მეწყება, მგონი ნაწილობრივ სრულდება ერთფეროვნება და მოწყენილობა.
16 მარტი
მეგონა ონლაინ გაკვეთილები მაინც გამიფერადებდა ამ დისტანციურ სამყაროს, მაგრამ არაფერი გამოდგა დროის ფუჭად მოსროლის მეტი, ვერაფერი შეედრება თურმე რეალურ ურთიერთობას, ეს ყოფილა მგონი ცხოვრების აზრი, პასუხი კითხვაზე, რომელსაც ასე ხშირად ვსვამთ ყოველი ახალი ნაწარმოების გარჩევისას...

3 აპრილი
უკვე აღარ შემიძლია, დავიღალე, დავიღალე კედლებში ყოფნით და ერთი და იგივეს კეთებით, მინდა ჩემი ხმა კოსმოსში გაიჭრას, მინდა ჩემი გრძნობები სინათლის სისწრაფის ძალით გაიჭრას ჩემი სხეულიდან... მაგრამ შენ და ინტერნეტი ერთადეთი საშუალება ხართ, რომელიც მიადვილებს ამ ყველაფერს, მადლობა, რომ ჩემი მეგობარი და მესაიდუმლე ხარ.

5 აპრილი
ცოტა კი მრცხვენია ამდენი წუწუნისა და მარტო საკუთარ სიამოვნებაზე ფიქრის. განა არ ვიცი, რომ ახლა თვითიზოლაცია ერთადერთი გამოსავალია, რადგან საკუთარი და სხვების ჯანმრთელობის დაცვა ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული. ახლა „არ მეშინია!“ - ვაჟკაცობა არ არის და სიფრთხილეს მგონი მართლაც არ სტკივა თავი. იცი, ჩემი ძველი ესეების რვეული ვიპოვე, ერთ-ერთი ასე მთავრდებოდა: „რას იტყოდა დედამიწა ლაპარაკი რომ შეეძლოს? - ვერაფერს! რადგან ვეღარ სუნთქავს უჟანგბადობისგან! ჰოდა, ადამიანებო, მივცეთ საშუალება, დედამიწას რომ ამოისუნთქოს,- იქნებ მართლაც გვითხრას რაიმე!“. დღეს პოსტი ვნახე, სადაც ეწერა რომ COV2-ის გაფრქვევამ დაიკლო უზარმაზარი დოზით, დავფიქრდი და მივხვდი, რომ დედამიწამ სუნთქვას მოუხშირა, უფრო და უფრო ძლიერად სუნთქავს, კარგი ამბავია, არა?! ბუნებას უნდა მოვუსმინოთ, COVID-19-ის მხოლოდ ადამიანებს ეშინიათ, ხოლო ბუნება კი ფრთას შლის გაზაფხულით და არაფერს იმჩნევს. მართლაც, რომ ღირს ჩვენი თვითიზოლაცია სამყაროს ამოსუნთქვად. ამ დღეებმა ორ დასკვნამდე მიმიყვანა, ჩემო ძვირფასო დღიურო, რომ ადამიანებს ერთმანეთის გარეშე არ შეუძლიათ და ბუნებას მეტი ზრუნვა ესაჭიროება.

სკოლის ფიქრები:

5 აპრილი
ზუსტად ვიცი, რომ ჩემი მეგობრები მალე დაბრუნდებიან, დამიბრუნდებიან უფრო გაზრდილები და ერთმანეთთან ურთიერთობის ფასიც მეტად ეცოდინებათ. ამ სიჩუმეში ჩათვლემილს, მათი მხიარული შეძახილები გამომაფხიზლებს და ცხოვრებაც ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება.

ნინო კუტივაძე (13 წლის)










41
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა