2019 წლის 31 დეკემბერი. ყველას უხარია ყველას თავისი სურვილი აქვს მათ შორის მეც. დადგა 2020 ყველას ეგონა,რომ ეს წელი იქნებოდა საუკეთესო და შთამბეჭდავი,მაგრამ მოვლენები სხვანაირად განვითარდა.
ჩინეთში ქალაქ ვუჰანში ერთ მშვენიერ დღეს გაჩნდა კორონა ვირუსი. ამ ვირუსის შესახებ ბევრმა არ იცოდა თუმცა ცოტახანშივე მოედო მთელ მსოფლიოს და გაჩაღდა პანდემია ,თავიდანვე ჩინეთს მოედო ,შემდეგ იტალიას,შემდეგ ამერიკას და ა.შ. ყველა ამ ვირუსსზე ლაპარაკობდა. მე,როდესაც გავიგე,რომ არ შეიძლებოდა გარეთ გასვლა და უნდა დავრჩენილიყავით სახლში,ძალიან მეწყინა ეს ამბავი. ამ წელს სულ ამ ვირუსით გარდაიცვალა 1 000 000-ზე მეტი ადამიანი,რაც სავალალო შედეგია. მე გარეთ არ გავდიოდი ვუსმენდი ექიმებს და ვიცავდი ყველა წესს. გავიდა დრო და ყველა შევეჩვით ამ ვირუსს მათ შორის მეც.
კორონა ვირუსი რომ დაიწყო ცოტა ხნის შემდეგ ავტრალიაში გაჩნდა დიდი ცეცხლი რამაც იმსხვერპლა ძალიან ბევრი ცხოველი და გადაწვა მთლიანი ტყე. ცეცხლი ძალიან დიდი იყო. სოციალურ ქსელში იდებოდა ვიდეოები სადაც ჩანდა თუ როგორ ბრძოლობდნენ მეხანძრეები ცეცხლის ჩასაქრობად ჩემი სურვილი იყო,რომ მეც მათთან ერთად ვყოფილიყავი და დავხმარებოდი მათ ცეცხლის ჩასაქრობად. საბოლოოდ მეხანძრეებმა მოახდინეს ლიკვიდაცია.ასევე იყო ვიდეოები სადაც მათ ტყიდან გამოჰყავდათ გადარჩენილი კოალები.
დიდიხანი არაა გასული რაც ქარხანა აფეთქდა ლიბანში. მთლიანი ქალაქი დაინგრა და დაიღუპა ყველა ის ადამიანი ვინ იმ ქარხანასთან იყო ახლოს. ეს ქარხანა არ იყო პატარა იყო ძალიან დიდი და შესაბამისად დიდი აფეთქებაც.მე ამ კადრებს ვუყურებდი და მეცოდებოდა ყველა ის ადამიანი ვინც იქ გარდაიცვალა.
ამ წელს დაიღუპა ბევრი ცნობილი ადამიანი საქართველოშიც და სხვა ქავეყნებში მაგალითად :კალათბურთელი კობი ბრაიანტი თავის შვილთან ერთად კიდევ ჩადვიკ ბოზემანი იგივე შავი პანტერა. იყო ძალიან ბევრი ავტოსაგზაო შემთხვევა საქართველოში. თუშეთის გზაზე მიმავალი მანქანა რომელიც მიდიოდა ექსკურსიაზე დაეჯახა მის წინ მიმავალ მანქანას და ორივე მანქანა გადავარდა ხევში რასაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გაზაფხულზე გვეგონა რომ სკოლები დაიწყებოდა ჩვეულებრივ თუმცა დაიწყო ონლაინ სწავლება. ჩემს მასწავლებლებს და კლასელებს შევხვდი ონლაინ.მე და ჩემი მეგობრები გაოცებულები ვიყავით რადგან ონლაინ სწავლება ჩვენთვის ახალი იყო და არასდროს არ ჩაგვტარებია იგი. ერთმანეთს ვუყურებდით და არ ვიცოდით როგორ მოვქცეულიყავით.ონლაინ სწავლებას თავიდანვე ვერ შევეგუე და ეხლაც ვერ ვეგუები. ყველა ბავშვს გვინდოდა სკოლაში წასვლა და ეს სურვილი აგვიხდა 1ოქტომბერს.
2019 წლისგან შედარებით 2020 იყო და დარჩება ყველას მეხსიერებაში შავ ლაქად. მე იმედი მაქვს,რომ 2020 წელი დამთავრდება კარგად . სწავლის პროცესი გაგრძელდება სკოლებში და პანდემიის გამო არ მოგვიწევს ონლაინ სწავლების გაგრძელება. გამოჯანმრთელდება ყველა ადამიანი და დავძლევთ ვირუსულ ინფექციას რასაც კორონა ვირუსი ჰქვია
გიორგი ზირაქაშვილი 11 წლის