2020 წელი მთელი მსოფლიოსთვის ტრაგიკული და დანაკარგებით სავსე იყო,ჯერ ავსტრალიის ხანძრები,ამერიკაში არეულობები, შემდეგ COVID 19, იყო სრული კარანტინი,ახალი წლის შემდეგ ერთი თვეც არ იყო გასული ,რომ ვირუსმა შემოგვიტია .არ იწყებოდა სწავლა სკოლებსა და უნივერსიტეტებში, არ იყო სამსახურები,სახლიდან ვერ გამოვდიოდით და ა.შ. საქართველოში მთელი ზაფხული სიკვდილის, გატაცების,დაკარგულების გარდა არაფერი გვესმოდა. ზაფხულში თითქმის ყველაფერი დაწყნარდაო ვირუსისი მხრივ მაგრამ... უცებ დაიწყეს ტელევიზორში სამნიშნა რიცხვების გამოცხადება.
დაწყნარდება covid19,ან როგორ დაწყნარდება ამ ზაფხულს მოკლული ბავშვის სულები? მე პირადად არ ვიცი და დარწმუნებული ვარ არც სხვა ჩემს ან თუმდაც სხვა განსხვავებული წლოვანების ადამიანს ეცოდინება.ანდა ვინ იცის, როდის აღდგება ამაზონის ხანძრის დანაკარგი?ეს ვირუსიც მიდის, მიდის უკანმოუხედავად... მე ჯერ კიდევ თორმეტი წლის ვარ,თუმცა ძლიან მალე გავხდები ცამეტის და უკვე ვგრძნობ სიმძიმეს გულზე,რომელიც ბოლო რვა თვის მანძილზე განვიცადე,რადგან ძალიან მენატრება ჩემი მასწავლებლები და კლასელი მეგობრები, რომელთაც მხოლოდ მოსაბეზრებელი დისტანციური სწავლების დროს ვხვდებიხოლმე ,მაგრამ იმედი რომ მალე შევხვდებით ერთმანეთს, რადგან მალე ჩაივლის განსაცდელი,რომელსაც მსოფლიო პანდემია ქვია გამჯდარია ჩემში და მიხარი,რომ მალე დასრულდება ყველაფერი ცუდი...ძალიან მენატრება ჩვეულებრივი და მიჩვეული ბავშვობა!!!არ მინდა პესიმისტი ვიყო,მაგრამ იმედი მაქვს მალე დამთავრდება ეს წელი და მსოფლიო ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება უფლის წყალობით...მაინც რა უცნაური არის ეს 2020 წელი!!!