განათლებასაბავშვო მოთხრობები
დავით სურმანიძე
დავით სურმანიძე
მოგეხსენებათ, რომ ორი ათას ოცი წელი, არც თუ ისე კარგად დაიწყო. შემოვიდა ვირუსი, სკოლაც არც თუ ისე კარგად დაიწყო. რადგანაც მალევე დაიკეტა და გადავედი ონლაინ სწავლაზე, რაც მე არ მომეწონა. ჩაიკეტა კაფე-ბარები, შეიზღუდა ავტომობილების მოძრაობა, შეიცვალა კლიმატი. მოიწყინა ქალაქმა, დაცარიელდა ქუჩები, ჩაიკეტა საზღვრები, მაგრამ მალევე გაიხსნა, თუმცა ეს არც თუ ისე კარგად დამთავრდა, რადგანაც საზღვრების გახსნამ გამოიწვია ვირუსით დაინფიცირების ზრდა. საკვების დეფიციტიც დადგა, მაგრამ სახელმწიფომ ეს პრობლემაც მოაგვარა და საკვები შემოიტანა. ვირუსთან ერთად გართულდა ცხოვრება, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება.
ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა დენდროლოგიური პარკი, მან ამით ხალხს სტიმული შეჰმატა და ხალხს დაეხმარა. დენდროლოგიური პარკი მართლაც დიდი მნიშვნელობისაა, ამ პარკში ვხვდებით სხვადასხვა სახის ფრინველსა თუ ცხოველს, მაგნოლიასა და ა.შ. როდესაც დენდროლოგიურ პარკში შევედი, ჩემი ყურადღება გრანდიოზულმა ხეებმა მიიქცია. ასევე ტბამ, ფლამინგოებმა და ლემურებმა. მე გურიიდან ვარ და მიხარია, რომ გურიაში გვაქვს ასეთი ლამაზი და ღირსშესანიშნავი პარკი, რისთვისაც მადლობა ბატონ ბიძინას. იმედია ჩემს დაბა ლაითურშიც შეიქმნება ასეთი დენდროლოგიური პარკი, ამით ხომ ძალიან ბედნიერი ვიქნები.



დავით სურმანიძე, 9 წლის


ბეჭდვა