გავიღვიძე და უცნაური დილაც დაიწყო.
ვფიქრობ, ჩემი საყვარელი დილა გათენდა.
დედამ ამიხსნა, რომ ვირუსი გავრცელდა, რომელიც ვინმესთან საუბრის დროსაც კი გადამდები იყო, ამიტომ არ წავიდოდი სკოლაში, ეს ჩემთვის იყო ერთი სიხარულის მიზეზი, მეორე კი მამას ეხებოდა. ორი თვე არ მყავდა ნანახი და ძალიან მენატრებოდა, ღამე ბევჯერ გამეღვიძა და ყოველ გაღვიძებაზე, მეგონა, რომ დაბრუნდა პოლონეთიდან, მაგრამ გაღვიძებულს, რომ არ მხვდებოდა გული მწყდებოდა და ისევ ვიძინებდი. დედამ მითხრა, სწორედ ეს ვირუსი იყო მისი საქართველოში მალე ჩამოსვლის მიზეზი და ორი გრძნობა ერთიანად მქონდა ამ ვირუსის მიმართ: სიყვარული და შიში.
მე კარგი ბაბუ მყავდა, რომელიც კორონა ვირუსის გამო თავის ექიმთან ვერ წავიდა, მხოლოდ ტელეფონით ესაუბრებოდა ხოლმე და ექიმისგან რჩევებს იღებდა, მაგრამ ეს მგონი არ აღმოჩნდა საკმარისი. იმის მაგივრად, რომ მას თავის თავზე ედარდა, ის ნერვიულობდა ჩვენს გამო. მე და მათე სულ მასთან ვრჩებოდით, ხშირად ხუთივე შვილიშვილს ერთად გვიტოვებდა და გვივლიდა. დღეს, როცა ის ცოცხალი აღარაა, ვფიქრობ, როგორ დაგვაახლოვა ერთმანეთს მე ბაბუ და მათე და რა კარგი იყო მასთან გატარებული დღეები. სახლიდან საყიდლებზე მხოლოდ ის გადიოდა და ყოველთვის მოუთმენლად ველოდით, მან იცოდა ჩემი საყვარელი შოკოლადი და ნაყინი რომელი იყო. დღეს მე და მათე მის ოთახში, როცა შევდივართ ვეძებთ, მაგრამ ის არსად აღარაა. მე სამი მიზეზი მაქვს რატომაც ვფიქრობ, რომ კარგია ეს უცნაური ვირუსი და ჩვენი ახალი უცნაური ცხოვრება, მაპატიეთ, ეს, რომ დავწერე, მაგრამ მე ჩემი ბაბუ ძალიან მიყვარდა. ვირუსის გამო კი მასთან ბევრი დრო გავატარე. ჩემთვის ვფიქრობ, მე როგორ უნდა ვიყო მის გარეშე, ის, ხომ ყველაფერს მისრულებდა და არასდროს გვაძლევდა შენიშვნას შვილიშვილებს.
მინდა გავიღვიძო და ის უცნაური დილა თავიდან დაიწყოს.
ელენე ფერაძე, 8 წლის