თათია იდუკაშვილი
თათია იდუკაშვილი
ახალი წლის დილა თენდებოდა,2020 წლის 1 იანვარი:ახალი წელი ახალი იმედებით, ახალი იდეებით და გეგმებით, ახალი სურვილებით, მაგრამ... ყველანაირი იმედი გაგვიცრუვდა, რადგან ჩინეთში გავრცელდა ახალი კორონა ვირუსი, რომელიც მალე პანდემიაში გადაიზარდა და თითქმის მთელ მსოფლიოს მოედო. სახლში გამოიკეტა ყოველი სულდგმული, მსოფლიო ონლაინ ცხოვრებაზე გადავიდა და დაიკეტა თითქმის ყველაფერი.
პანდემიამ ყველაფერი შეცვალა:შეცვალა ცხოვრება და ცხოვრების რიტმი. თითქოს დრო გაჩერდა და დედამიწამ ბრუნვა შეწყვიტა. უამრავ ადამიანს დაემსხვრა ის ლამაზი ოცნებები და იდეები, რის განხორციელებასაც 2020-ში აპირებდა.
თითქოს ისტორია მეორდება,გასული საუკუნეების მსგავსად-დაავადებები, ვირუსები და
ეპიდემიები. დედამიწა ავად გახდა.მას დახმარება, მზრუნველობა,სიყვარული და სიკეთე სჭირდება, რომ გადარჩეს.ჩვენ კი- ერთმანეთის თანადგომა,მოფრთხილება და დახმარება,რომ ვირუსი დავამარცხოთ და ეს ყველაფერი დასრულდეს.
ჩვენც სახლში ყოფნა მოგვიწია,გადავედით ონლაინ სწავლაზე და ვეღარც ერთმანეთს ვნახულობდით.ვერ ვეკონტაქტებოდით ადამიანებს, რაც არცთუ ისე ადვილია. ამ ყველაფერმა ცხოვრება მოსაწყენი,უინტერესო და ერთფეროვანი გახადა.
საბედნიეროდ, არსებობს სოციალური ქსელები, რომლის საშუალებითაც არ ხარ მოწყვეტილი გარესამყაროს- ეკონტაქტები მონატრებულ მეგობრებს, მასწავლებლებს, ახლობლებს და თავს მატოდ არ გრძნობ.
ისტორიას დარჩება ეს უცნაური 2020 წელი და მიუხედავად იმისა, რომ ამ წელს ბევრი ცუდი რამ მოხდა, ჩვენ მაინც არ უნდა დავკარგოთ პოზიტივი, იმედი და რწმენა იმისა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ცხოვრება დაუბრუნდება ჩვეულ რიტმს.
თათია იდუკაშვილი,13 წლის.



265
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი