2020 წლის პანდემიის დროს თრთმეტი წლის ვიყავი. პანდემია ჩემთვის ძალიან მიუღებული იყო, რადგან მანამდე ასეთ მკაცრ რეგულაციებს და კარანტინს მიჩვეული არ ვიყავი. რა თქმა უნდა მეც დამეწყო ონლაინ სწავლა და არც მე მომწონდა. ნელ-ნელა ვეჩვეოდი ონლაინ სწავლებასაც და კორონა ვირუსთან ერთად ცხოვრებასაც. შემდეგ უფრო გამწვავდა სიტუაცი და ვირუსმა ჩვენი სახლებში გამოკეტვა მოისურვა, მაგრამ ხანდახან ვფიქრობ იქნებ მას უნდოდა ხალხს მეტი დრო გაეტარებინა სახლებში, იქიდან გამომდინარე, რომ ქალაქში ხმაურიანი რეჟიმით ცხოვრობს ხალხი. მაინც რას გაუგებ ჩვენთან მცხოვრებ ვირუსს.
ონლაინ სწავლა ძალიან დიდხანს გაიწელა და თავი მომაბეზრა. მომენატრა მასწავლებლები და მოსწავლეები, მათთან ურთიერთობა. მინდა რეალური და აქტიური გაკვეთილები მქონდეს ჩემს კლასელებთან და მასწავლებლებთან. პერიოდი რომელიც მეგონა არ დამთავრდებოდა არასდროს. მინდოდა კლასელების ნახვა, მათთან ერთად თამაში და გართობა, მაგრამ 2020 წელი ამის საშვალებას არ მაძლევდა. შემგომ ყველაზე პოპულარული აპი ტიკტოკი გააქტიურდა და ხალხმა დაიწყო სასაცილო ვიდეოების დადება. სადაც ერთმანეთს ამხნევებდნენ. გამოიგონეს ტრენდები, რომლებიც მალმალე ვრცელდებოდა და ყველა იყო ჩართული ამ ხალისში. ხალხმა ისწავლა კომუნიკაცია. ინტერნეტში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, თუ როგორ ხატავდნენ და ამზადებდნენ საჭმელს. გიზიარებდნენ გამოცდილებას და სხვადასხვა რჩევებს გაძლევდნენ.
ონლაინ სწავლა მოსაბეზრებელი იყო, მაგრამ ჩვენ უფრო კარგად გავერკვიეთ ტექნოლოგიურ საკითხებში. ვისწავლეთ ონლაინ დავალებების შესრულება. ტექნოლოგიური ტექნიკების გამოყენება არა უსარგებლოდ, არამედ სასარგებლოდ გამოვიყენეთ. მივეჩვიეთ ონლაინ რეჟიმში ყოფნას და მასწავლებლები სოლიდარობას ნდობით გვიცხადებდნენ, როდესაც ტესტებს ონლაინ და დამოუკიდებლად ვწერდით. ვისწავლეთ პატარებმა როგორ უნდა ვიყოფილიყავით დამოუკიდებლები და როგორ უნდა აგვეღო პასუხისმგებლობა ჩვენს თავებზე. ონლაინ სწავლით კიდევ ერთხელ შეგვეძლო დაგვემტკიცებინა, რომ ჩვენ კარგი მოსწავლეები ვიყავით. შეგვეძლო გავმკლავდებოდით პანდემიას და დაგვემტკიცებინა, რომ მსოფლიოს რთულ პერიოდში ჩვენ სწავლა მაინც შეგვეძლო. ეს იქნებოდა სახლის პირობებში, თუ საკლასო ოთახის პირობებში.
პანდემიამ ბევრი რამ მასწავლა: ხელების ხშირად დაბანა, ოჯახის წევრებზე შევიტყვე ბევრი რამე და სახლის საქმეებიც შევისწავლე.
ერთ დღეს სოფელში წავედით. პანდემიის პერიოდი იყო. სოფელში რა უნდა მეკეთებინა არ ვიცოდი სწორედ ამიტომ ჩემი სოციალური ქსელით ვსარგებლობდი. ინტერნეტში ვხედავდი როგორ უცხადებდნენ სოლიდარობას ჩემი თანატოლები ექიმებს ამ პერიოდში. მეც ვთქვი რატომაც არა, მოდი და მეც დავუდგები გვერდში ექიმებს თქო. დავიწყე ხატვა, დავხატე ექიმი და ძალიან მიხაროდა. ნახატი დავამთავრე და შევინახე. შემდეგ სახლის ეზოში გავედი და კარვის აწყობა გადავწყვიტე. კარავი დავაპროექტე და დიზაინი გავუკეთე.(თავი წარმოვიდგინე არქიტექტორად და დიზაინერად.) პატარა კომფორტული ქოხი მოვაწყე და ეს ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა.
ვირუსით გამოწვეულმა პანდემიამ, როგორც პრობლემები შემიქმნა ასევე ჩემს შესახებ მე თვითონვე შევიტყვე ბევრი რამ. აღმოვაჩინე ჩემი ახალი ნიჭი და ვისწავლე, რომ ხანდახან საჭიროა უფრო მეტი დრო დაუთმო შენში ახალი ბუნების გაღვიძებას.
2020 წელი იმდენად ცუდი არ ყოფილა, ამ წელმა გვასწავლა საკუთარი თავის ამოცნობა. დაგვანახა, რომ თუ მოვინდომებთ ნებისმიერ პირობებში შევძლებთ სწავლას.
2020 წლის სექტემბერი დაიწყო და სიტუაცია ჩაწყნარდა. სკოლაში მისვლა შევძელით და ბედნიერები ვართ. ამისათვის უღრმესი მადლობა ექიმებს, რომლებიც დღე-ღამე მუშაობდნენ ქვეყნის გადარჩენისთვის და მისი კეთილდღეობისთვის, რათა ქვეყანა გადაერჩინათ.
ნანა გაგანაშვილი
11 წლის