2020 წლის დასაწყისში ჩინეთში აღმოაჩინეს რაღაც ვირუსი რომელსაც კორონა ერქვა, ეს ვირუსი სწრაფად გავრცელდა ყველა ქვეყანაში,ბოლოს საქართველოშიც აღმოაჩინეს.
ეს საშინელი ვირუსი ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა.
ამ ამბის გამო პრემიერ მინისტრმა ბატონმა გახარიამ გამოაცხადა, რომ ყველა ადამიანს უნდა დაეცვა დისტანცია, ყველას უნდა კეთებოდა პირბადე, ღამის 21:00 საათზე ყველა სახლიში უნდა ყოფილიყო, და ასეთი სხვა ამბები ხდებოდა 2020 წელს საქართვლოსა და სხვა ბევრ ქვეყანაში.
იმ კანონებს, რომელიც ბატონმა გახრიამ გამოაცხადა არავინ ემორჩილებოდა ზოგიერთების გარდა, მაგრამ 21:00 საათზე მაინც ყველა სახლში იჯდა.
საქართველოშიც ისევე როგორც სხვა ქვეყნებში გარდაიცვალა ბევრი ადამიანი, მაგრამ არა იმდენი რამდენიც ჩინეთში და ევროპაში.
ყოველ დღე, პირდაპირ ეთერში, აცხადებდნე თუ რამდენი ადამიანი იღუპებოდა, რამდენი გამოჯანმრთელდებოდა და ა.შ.
კორონას გამო ჩაიკეტა ქალაქები და სოფლები.
კორონა ვირუსის გამო დაიკეტა სკოლები, ბაღები, უმაღლესი საწავლებლები, სამსახურები და ბევრი ისეთი ადგილი, რომელიც ყველა ადამიანს ძალიან უყვარს, ყველა გადაერთო ონლაინ სწავლებაზე, ლექციებზე, მუშაობაზე და სხვა.
მაგრამ ამ კორონას კარგი შედეგებიც მოჰყვა, გაიწმინდა გარემო და ჰაერი ყველგან, ბავშვები მიეჩვნიენ კომპიუტერის წესებს დ სხვა და სხვა რაღაცეებს კომპიუტერში.
ვირუსის გამო გადაიდო გამოცდები, ბავშვები ერთი წელი იყვნენ ონლაინ სწავლებაზე, როდესაც ისევ გაიხსნა სკოლები დაიწყო პირველი და მეორე სმენები, სკოლაში მხოლოდ მეექვსედან ქვევით კლასები დადიოდნენ, ხოლო მეშვიდე და ზევით ისევ ონლაინ სწავლებაზე იყვნენ.
მართალია სკოლები გაიხსნა მაგრამ ყოველი შესვლისას გიზომვდნენ სიცხეს და ხელებზე დეზიმფექციის ხსნარს გასხამდნენ, მასწავლებლებს გაკვეთილებზე პირბადეები ეკეთათ, მათ არ ქონდათ იმის უფლება, რომ მერხებს შორის ევლოთ, არ შეიძლებოდა სხვისი ნივთების აღება და ა.შ.
მაგრამ ბავშვებს უხაროდათ ერთმანეთის და მასწავლებლების ნახვა, ამ ყველაფრის მიუხედავათ კაგვეთილები იყო ძალიან კარგი, სახალისო, საინტერესო და ახალი ამბებით სავსე.
ბოლოს და ბოლოს გამოიგონეს ისეთი წამალი, რომელიც ამ ვირუსს კურნავდა.ამ წამლისს მეშვეობით გამოჯანმრთელდა ყველა დაავადებული და ისეევ ისეთი გახდა დედამიწა, როგორიც ადრე იყო, მაგრამ ადამიანები მიეჩვივნენ წესრიგს და სისუფთავეს იცავდნენ.