დედამიწა და ადამიანი....როგორ უნდა წარმოვიდგინო ერთი, მეორის გარეშე? არ ვარგა დედამიწა უადამიანოდ და ადამიანი, სოცოცხლის მბოძებელი ,,დედა’’ მიწის გარეშე. ორივე მათგანმა იცის ეს....
რამდენჯერ სცადეს ერთმანეთის გარეშე არსებობა, იმდენჯერ დამარცხდნენ. ახლაც, ადამიანის ქმედებებზე გულმოსული დედამიწა შურისსაძიებლად ამზადებს სამყაროს. თვითონაც სტკივა მილიონ საფლავად გამზადებული მიწის გული, მაგრამ სხვანაირად გონიერებისაკენ ვერ მოუხმობს თავზეხელარებულ და ზღვარგადასულ კაცთა მოდგმას. ზღვარდაგასულია ადამიანის საქმიანობა გარემოსა და თავად ერთმანეთს შორის. ორთაბრძლა მატერიალური სიკეთეებისათვის, გაუტანლობა და მცდელობა იმისა, როგორ იქცნენ უჩვეულოებად, სულიერ სისუფთავეს და კეთილშობილებას აკარგვინებს მათ. დაავადდა დედამიწა კაცთა ცოდვით და სურს, ათასთა სიკვდილით დაიწყოს ახალი სიცოცხლე.....
ახალი სიცოცხლე ახალი შესაძლებლობაა , რაც ნიშნავს იმის გააზრებას, რომ ჩვენივე ბედი ჩვენ ხელთაა. მიხვედრილობაა იმისა, რომ ადამიანი არსებაა, რომელიც სხვა მისნაირების გარეშე, ადამიანური განსაზღვრების უნარს კარგავს და უბრალოდ, მარტო ვერ იქნება.ადამიანთა სევდის საშველი ისევ ადამიანია. მთავარი ღირებულება ადამიანური ურთიერთობებია და საცოდაობაა , რომ ამ ყველაფერს მხოლოდ ჩაკეტილი ქალაქების ფანჯრებიდან ცქერისას მიხვდა ეს,, გონიერი’’ არსება . ისწავლა, რომ თავად სამყაროს ერთი პატარა ნაწილია და მთლიანობის შენარჩუნება მხოლოდ მისი წილი პასუხისმგებლობით მოხერხდება, სწორედ ეს პასუხისმგებლობაა სამყაროს გადარჩენის გასაღებიც.
ახალი შესაძლებლობაა -- ოჯახის წევრების გაცნობის, მათ შორის სიყვარულის განმტკიცების, ყურადღებისა და სითბოს განაწილების.
უცნაურია, მაგრამ დედამიწამ თვითგადარჩენისთვის ადამიანები გაიმეტა. თუმცა შედეგმა გაამართლა; თვითიზოლაციაში მყოფმა მსოფლიომ თავისდაუნებურად იმდენი სიკეთე მოუტანა დედაბუნებას, ვიდრე ყველა ეკოაქტივისტის რამდენიმეწლიანმა ძალისხმევამ ერთად .
და ბოლოს , უცნაურია, რომ ამ წელს მსოფლიო იწყებს ახალ სიცოცხლეს და ამაში მე ვმონაწილეობ.
დედამიწა მიხვდა , თავად სიცოცხლის საწყისი, ადამიანური,, იმედის’’, ,,მომავლის’’ და ,, რწმენის’’ გარეშე მკვდარია. საცოდავი სანახავია სენს დამონებული დედამიწა.... არ მომწონს.....