ეს უცნაური 2020 - დეა გრემელაშვილი
ეს უცნაური 2020 - დეა გრემელაშვილი

2019 წელს მსოფლიო დაიპყრო კორონა ვირუსმა. 2020 წელი კი თითქმის უკვე მიილია და ფაქტიურად ეს წელი კოვიდ19-თან ერთად ვიცხოვრეთ.

თუმცა იქნებ ამ ვირუსს რომელიც ყველას გვძულს რამე დადებითიც აქვს?

როდესაც კორონავირუსის ფარგლებში უმეტესად სახლში ვატარებდით დროს ერთი სული გვქონდა როდის მოიხსნებოდა კარანტინი რომ გარეთ გავსულიყავით ერთ  პატარა გოგოს ეს უხაროდა ის მხოლოდ 7 წლის იყო და სულ ოცნებობდა რომ ისეთი რამ მომხდარიყო რაც მას ოჯახის წევრებთან დააახლოვებდა და ერთ დღეს სურვილიც აუხდა როცა მისთვის გაურკვეველი მიზეზის გამო დედა და მამა სამსახურში არ

წასულან ლაპტოპებთან ისხდნენ მისი უფროსი ძმა სამზარეულოში საუზმობდა გოგონა უკვე სკოლისთვის გამზადებული იყო ლამაზი შავი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ეცვა თმაც ლამაზად ჰქონდა ჩაწნული საათს შეხედა და უკვე 8:50 იყო დედასთან მივიდა და. ჰკითხა: დედა სკოლა 10 წუთში იწყება არ მივდივართ?

დედამ უპასუხა: საყვარელო, ხომ იცი კოვიდ 19 რომ გავრცელდა ხო და განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა სახლში გესწავლათ შენც და შენს კლასელებს ცოტა ხანში მასწავლებელი დაგირევავთ შენ და შენს კლასელებს და ისე გექნებათ გაკვეთილი.

-ააა და შენ და მამა რატომ არ ხართ სამსახურში?

-მე და მამაც ისე ვმუშაობთ როგორც შენ სწავლობ. გაკვეთილები მალე დაგიმთავრდება 30 წუთიანი იქნება და მე და მამაც მალე მოვრჩებით.

პატარა გოგოს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი გაღიმებული

მიუჯდა

ლეპტოპს და მასწავლებლის ზარს დაელოდა

არ იცოდა როგორი იქნებოდა ის დღე, მაგრამ დღე მართლაც ისეთი იყო როგორსაც თავდ ნატრობდა, ყველანი მალე მორჩნენ სამსახურს და სკოლას და მთელი დღე ერთად გაატარეს ითამაშეს იმხიარულეთ და საღამოს როცა გოგონამ თავი ბალიშში ჩარგო მასზე ბედნიერი ამ ქვეყნად არავინ იყო.

დეა გრემელაშვილი. 11 წლის

96
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი
სასარგებლო ინფორმაცია