2020 წლის დადგომასთან ერთად მსოფლიოს უდიდეს გამოწვევასთან მოუწია გამკლავება. ამ გამოწვევას covid-19 ეწოდა. ვირუსი, რომელმაც მოიცვა მთელი მსოფლიო და მათ შორის საქართველოც. ვირუსი, რომელიც მსოფლიო გამოწვევაა, ჩვენი, ბავშვების გამოწვევადაც იქცა. იძულებული გავხდით, დავშორებოდით ჩვენს მეგობრებს, კლასელებს, ახლობლებს და ჩვენს სკოლას. რადგან დაგვეცვა საკუთარი და მეგობრების თავი. ყველას გული დაგვწყდა, როდესაც გავიგეთ, რომ ვეღარ ვნახავდით ერთმანეთს, ვეღარ ვითამაშებდით ერთად და რაღაც დროის განმავლობაში ჩვენი სკოლის ეზო სიჩუმეს ექნებოდა მოცული. ვეღარ გაიგონებდით ამ ეზოში ჩვენს ჟრიამულს. მაგრამ ეს სავალდებულო იყო, რათა ისევ საკუთარ სიცოცხლეს გავფრთხილებოდით და უკლებლივ მივსულიყავით სკოლაში. მოგვიწია გვესწავლა დისტანციურ რეჟიმში და ასე გვენახა თანაკლასელები, მასწავლებლები. როდესაც ამ გამოწვევის წინაშე დადგა მსოფლიო, გვეგონა ჩვენამდე არ მოაღწევდა, მაგრამ მოაღწია. იღვიძებ ერთ დილას ახალი იმედით და ხედავ რა ხდება მსოფლიოში. ადამიანები ინფიცირდებოდნენ, ხალხი ქუჩაში კვდებოდნენ. შეგვეშინდა, შეგვეშინდა იმიტომ, რომ არ გვინდოდა ახლობლებთან განშორება და არ გვინდოდა ჩვენამდე მოსულიყო. სამწუხაროდ ,მან საქართველოს საზღვრებს შიგნით შემოაღწია. მიუხედავად იმისა, რომ საკამოდ მობილიზებული დავხვდით ამ ვირუსს, მაინც დაავადდნენ ადამიანები. გვეშინია იმიტომ, რომ არ არსებობს ამ ვირუსის გამანადგურებელი ვაქცინა, რომელიც ხალხს გადაარჩენს. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ იყო ბევრი ინფიცირებული, მაინც დაპანიკებული ვიყავით, რადგან ჩვენს საზღვრებს გარეთ უამრავი ადამიანი ინფიცირდებოდა და ეს ინფიცირება ფატალურად სრულდებოდა. ვირუსთან ერთად მოგვიწია უამრავი წესის დაცვა და ისეთ პირობებში ცხოვრება, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდით. ამის გამო თავისუფლად ვეღარ გადავაადგილდებოდით, იძულებული გავხდით გვეტარებინა პირბადეები და გვეცხოვრა კომენდანტის საათის რეჟიმში. როდესაც ქუჩაში გაიხედავდი ვერ დაინახავდი ვერცერთ სულიერს. ქუჩები მდუმარებამ მოიცვა. აღარ შეგვეძლო ახლობლებთან ერთად გვეზეიმა დღესასწაულები , მხოლოდ დისტანციურად თუ მივულოცავდით ერთმანეთს. ეს იმიტომ ,რომ ამოქმედდა #დარჩი სახლში პრინციპი და ვალდებული ვიყავით დავრჩენილიყავით შენთვის, ჩვენთვის და მთელი საქართველოსთვის. ყოველდღე წითლდებოდა მსოფლიო რუკა. ზოგიერთს ჰგონია, რომ ეს ვირუსი არ არსებობს, მაგრამ არსებობს და ამას ყველა უნდა შეეგუოს. ნეტა მართლა არ არსებობდეს და გამონაგონი იყოს, ამდენი ადამიანის დაავადებისა და დაღუპვის ამბავს ხომ არ გავიგებდით? სამწუხაროდ, არსებობს. როდესაც ყველა წესი დავიცავით თითქოსდა თანდათან იკლო ამ ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა და გვეგონა აღარ დაბრუნდებოდა ის ამიტომ, ერთი ხელის მოსმით მოვიშორეთ ჩვენი ვალდებულებები და ამან გამოიღო ის შედეგი რაც გვაქვს ახლა. ის იმედი, რომ 15 სექტემბერს სკოლა დაიწყებოდა გაგვიქრეს. ვემზადებოდით რათა, სკოლაში მივსულიყავით და გვენახა მეგობრები და მასწავლებლები. მაგრამ ეს ყველაფერი ამაო იყო. კიდევ ვერ წავედით სკოლაში. თუმცა ჩვენ გავუძლებთ ამას, იმისთვის, რომ საფრთხე არ შეგვექმნას. ამ უცნაურ 2020 მა covid-19-თან ერთად ადამიანებს ბევრი რამ ასწავლეს. რა იყო თანაგრძნობა, მონატრება, სიყვარული და ამ სიყვარულისთვის ბრძოლა, რაც covid-თან ბრძოლას ნიშნავს. ვიბრძოლებთ და მჯერა, რომ ეს ვირუსი გაიდევნება აქედან და ბოლოს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას და შემდეგ წელს სიამაყით გავიხსენებთ როგორ დავამარცხეთ ეს ვირუსი, მას წარსულში, 2020-ში დავტოვებთ…