2020 წელი ისეთივე სიხარულით დაიწყო, როგორც გასული წლები, ნაძვის ხე ტკბილეულობა და ფეიერვერკები. იყო საერთო მხიარულება და ჟრიამული, ამ დროს ვინ წარმოიდგენდა თუ ასეთი უცნაური განსაცდელი ელოდებოდა მსოფლიოს. თვითონ სიტყვა უცნაურია ჩემთვის შემაშფოთებლად ჟღერს, უცნაურზე უფრო საშიში წელი აღმოჩნდა 2020 წელი, რადგან მსოფლიო მოიცვა უხილავმა ვირუსმა სახელად ,,კორონა ვირუსი’’, თითქოს ეს ხალხისთვის გამოცდა იყო, მთელი მსოფლიო გაერთიანდა, ერთადერთი მიზნის ირგვლივ და ეს მიზანი, იყო ვირუსის დამარცხება. ეს მოვლენები ყველას და ყველაფერს შეეხო, მათ შორის განათლების სისტემას, რაც ჩემთვის, ყველაზე მნიშვლენოვანია. სკოლა, მეგობრები და მასწავლებლები, ეს ხომ ჩემი ცხოვრებაა, ჩემი ყოველდღიურობაა, რომლის გარეშეც ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
გამოცხადდა კარანტინი, დავიწყეთ ონლაინ სწავლება, ქალაქში უმოძრაობა იყო, სრულიად სიჩუმემ მოიცვა საქართველო, აუცილებელი საჭიროების გარდა გარეთ გასვლა იკრძალებოდა, ჩემი ცხოვრება და ყოველდღიურობა ამ მოვლენამ სრულიად შეცვალა, ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, თითქოს დრო გაჩერდა. ასე გაგრძელდა პირველი ერთი კვირა, შემდეგ გამოსავალი ვიპოვე, წიგნებს ვკითხულობდი, ჩემს პატარა ძამიკოს ვეთამაშებოდი, დედას ვეხმარებოდი, საღამოს კი ყველა ერთად, მთელი ოჯახი ვერთობოდით და ესე გაგვყავდა დრო, ყველამ ერთად გვერდში დგომით ეს რთული დღეები გადავლახეთ.
ზაფხული შედარებით მშვიდი, იყო გვეგონა ყველაფერმა გადაიარა, მაგრამ ამაოდ ისევ უხილავ მტერთან ბრძოლა გაგრძელდა, დიდი იმედებით ველოდებოდი სექტემბრის დადგომას, სკოლის დაწყებას, მინდოდა ყველაფერი, ისევ ისე ყოფილიყო, როგორც ამ უცნაური 2020 წლის დადგომამდე. ჩემი იმედები ნაწილობრივ გამართლდა, სკოლა დაიწყო, თუმცა ძალიან ბევრი რეგულაცია და ცვლილებაა, რაც ჩემი აზრით, აუცილებელი და საჭიროა, ჩვენი კეთილდღეობისთვის. ძველი ქართული ანდაზა ამბობს ,,ზოგი ჭირი მარგებელიაო’’ და ასეცაა, ამ განსაცდელმა მსოფლიო გააერთიანა, მეორე ხარისხოვანი გახდა, ეროვნება, კანის ფერი, არ აქვს მნიშვნელობა წარმომავლობას, ყველამ ერთად დაიწყო ბრძოლა ამ უხილავი მტერის წინააღმდეგ.
ჩემი აზრით მსოფლიომ ეს გამოწვევა და ამ ვირუსთან ბრძოლა ღირსეულად მიიღო და ღირსეულად გადალახავს კიდეც, ამას ხელი ჩვენ თითოეულმა მოქალაქემ უნდა შევუწყოთ, ყოველგვარი რეგულაციის დაცვით, რადგან ჩვენ გვიწევს ამ ვირუსთან ერთად თანაცხოვრება. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი. მშვიდობას და ჯანმრთელობას გისურვებთ. მსოფლიო შეიცვალა, მაგრამ არავინ იცის როგორი იქნება ხვალინდელი დღე.
ლიზი ხიზანიშვილი,11 წლის