განათლებასაბავშვო მოთხრობები
ეს უცნაური 2020 - ლილე გოგსაძე
ეს უცნაური 2020 - ლილე გოგსაძე

-ჭიკ-ჭიკ-ჭიკ, ტკაც-ტკუც-ტკაც , მუუ-მუუ-მუუ…. სოფლის სამზადისმა ადრიანად გააღვიძა პატარა ლეა.ფანჯრიდან გაზაფხულის სურნელი შეიგრძნო.სიზმარეული ქვეყნიდან ისევ თვალწინ ედგა სიმწვანეში, თავმომწონე სკოლა, საყვარელი მასწავლებლები, მოჟრიამულე თანაკლასელები. გაიფიქრა: სკოლის შემდეგ ფორტეპიანოს მეცადინეობაზე წავალ, კესო მაწავლებელს ახალდაკრეფილ ყოჩივარდებს წავუღებ. მას ხომ ყვავილები ძალიან უყვარს…. ჩამიხუტებს , “სელფს” გადავიღებთ და შავ-თეთრი კლავიშებით ყანჩელის ,,ყვითელ ფოთლებს“ დავუკრავ. საკონკურსოდ ვემზადებით და ყოველდღე ვმეცადინეობ.. კი მაგრამ, რა დროს ყვითელი ფოთლებია, ბუნება ხომ გაზაფხულის მწვანე კაბას იცვამს ? დედა საუზმეზე რატომ არ მეძახის.... გაოცებული შევიდა სამზარეულოში.
-დედაა!- დაუძახა, მაგრამ

არავინ გამოეხმაურა. კედელზე დაკიდებულ წითელ საათს შეხედა, ისრები 09:00 აჩვენებდა...
-ერიჰაა, ახლა ხომ სკოლაში უნდა ვიყო, დადებითი ემოციებით სავსე , ქართულის გაკვეთილზე უნდა ვიჯდე?
- უჰ დამაგვიანდა... აბაზანაში გაიქცა და ხელ-პირი დაიბანა, სარკეში გაოცებული სახე დაინახა. რა უცნაურად დაიწყო დილა ... ყოველ დილით დედა ტოროლასავით მაღვიძებს , წამის მეასედში მამზადებს , ერთი ხელით ორცხობილას მივირთმევ, მეორეთი ჩანთას ვალაგებ. აჩქარებული ტემპით ჩაის ვსვამ და უკანმოუხედავად გავრბივარ სკოლისაკენ. დღეს ორშაბათია და შაბათ დილას მაგონებს, როცა სახლში სიმშვიდეა და არავის არსად ეჩქარება.
-ლეა! მოესმა დედის ხმა
-,,მასწავლებელი გიხმობს!“ ცნობისმოყვარეობით გახედა კომპიუტერს, საიდანაც მომღიმარი თანაკლასელები და შინაურ ფორმაში ჩაცმული მასწავლებელი ხელს უქნევდნენ.
-დილამშვიდობისა, ლეა, გელოდებიით !
-დილამშვიდობისა !-უპასუხა გაკვირვებით.
_დღეიდან , გარკვეული დროით, დინსტანციურად ვიმეცადინებთ!
ვირტუალური გაკვეთილი - თემა : ,,იავნანამ რა ჰქმნა ?!“ ამას მოჰყვა ყოველდღიური სიტყვები : ,,სახლში დარჩი!“ , ,,კოვიდი!“ ,,პირბადე!“ , ,,დინსტანცია!“...
მოულოდნელი , ჩაკეტილი ცხოვრება.მონიტორიდან კვლავ ესმის: ,,ქეთო ლეკებმა მოიტაცეს.. “ მთელ სახლში ისმის მელოდია ,, ყვითელი ფოთლები “
ნუთუ სხვა პლანეტაზე ვართ? რად შეგვაშინა ვირუსმა ? თვალწინ დაუდგა სოფელში მოსული , ღობეზე გადმოსული თოვლი , მთელი დღე ციგით სრიალი ,გათოშილი ფეხები ,შეშით გამთბარი ჰაერი , ცხელი რძე, ღამით ბოდვა და ძმრიანი საფენები.ასეთი ხომ ბევრი ახსოვს? ! აბა ეს კორონა ვირუსი რას დაგვაკლებს?
ფიქრებით ქეთოსთან წავიდა, დარდობდა, ეცრემლებოდა როცა მოტაცებული , პატარა ქეთო უცხო ოჯახში წარმოიდგინა. შორს დარჩენილი დედ-მამა, სათამაშოები და სახლი. ვინ იცის როგორ ოცნებობდა შინ , მშობლებთან დაბრუნებაზე და ჩვეულ, ლამაზ ცხოვრებაზე...რა საშინელებაა !
გავიდა ერთი კვირა, ორი, სამი და ასე გრძელდებოდა ყოველდღე. იმედიანი ლეა კი ელოდებოდა სკოლის დაწყებას დინსტანციის, პირბადეებისა და სადენზიფექციო ხსნარების გარეშე. ისევე , როგორც ძველად, თავისუფლად ჩაეხუტებოდა საყვარელ მეგობრებს. ისევე როგორც პატარა ქეთო ელოდებოდა საკუთარ ოჯახში ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა ჩიტებთან, ყვავილებთან, მზის სხივებთან და შინაურ ცხოველებთან. მათზე ზრუნვა ენატრებოდა...
.....და დაბრუნდა ლეა, თავის სკოლაში - მეორე ოჯახში, როგორც ქეთო.
დაბრუნდნენ ჯერ ბოლომდე გაურკვევლად, უცნაურად, მაგრამ მაინც დიდი ბედნიერებით.

ლილე გოგსაძე, 11 წლის


ბეჭდვა