რა უცნაურია ეს 2020 წელი. სიზმარში მელანდება მეგობრები, მასწავლებლის მიერ ჩატარებული გაკვეთილი - გაიძახის ლანა. ჯერ კიდევ სასიამოვნო სიზმრებში მყოფს დედა ეძახის - ლანა, დე, გაიღვიძე, მალე ჩართვაა და დროზე ადექი, რომ მოწესრიგებაც მოასწრო. ლანა ნებიერად ახელს თვალებს, ეზარება ადგომა. -აუუ..... ისევ კომპიუტერში?? -კი, დე, აბა, რა ვქნათ? ადე დროზე, თანაც ხუთშაბათია და დღეს მე-3 კლასის გაკვეთილებიცაა ტელევიზიით. ლანა დგება მაგრამ არ ჩქარობს, სკოლაში არ დადის და მაინც არსად დააგვიანდება. კარანტინის გამო ყველაფერი დაკეტილია. დღევანდელმა ონლაინ გაკვეთილებმა ნორმალურად ჩაიარა, ლანა ხანდახან წიგნშიც იცქირებოდა და ისე ყვებოდა გაკვეთილს, მასწავლებელი მაინც ვერ ამჩნევს და რატომაც არა.
გარეთ მშვენიერი გაზაფხულის დღეა. ლანას თამაში უნდა. მისი ცხოვრება ასეთი ერთფეროვანი არასდროს არ ყოფილა, როგორც ამ სამი კვირის მანძილზე. ყველაფერი უცნაურად, განსხვავებულად იწყებოდა დილიდანვე: ტელეფონი, კომპიუტერი, ტელეფონი...
კიდევ კარგი დიდი ეზო აქვს სახლის წინ ლანას, მაგრამ ამჯერად მეგობრებს ვერ იწვევს სათამაშოდ და ვერც თვითონ მიდის. ჰოდა, ხან საქანელა, ხან სილაში კოშკების აშენება, ხან თავისნაირ ცელქ ტერისთან თამაში... თამაშის შემდეგ ცოტა მეცადინეობა, დღიურის დაწერა, წიგნის წაკითხვა და ეს დღეც ისე ჩამთავრდა როგორც მისი წინა 19 დღე.
ახსოვს ლანას, როგორ კარგად დაიწყო ეს წელიწადი, ახალი წელი, საჩუქრები, ზეიმები, მეგობრებთან თოვლში თამაში, სიცილი და სიხალისე. სკოლაში ჩატარებული გაკვეთილები და ახლა, ეს ყველაფერი, ძალიან შორს იყო მისგან.
საღამოა მთელი ოჯახი, მისაღებ ოთახში ტელევიზიით ახალ ამბებს უსმენს. ლანამ გაიგონა, როგორ უთხრა დედამ ბებოს, „ვერ არის კარგი სიტუაცია მსოფლიოში ბევრი დაინფიცირებული და ბევრიც გარდაცვლილი. ეჰ- კიდევ დიდხანს მოგვიწევს ასე ცხოვრება. ჩვენ, დიდებს გვესმის, ავიტანთ, მაგრამ ბავშვი მეცოდება, ენატრება მეგობრები. ლანას მართლაც ენატრება მეგობრები, მასწავლებელი და ის სიხალისით სავსე გარემო რასაც სკოლა ჰქვია. - წავედი დავიძინებ დე - უთხრა დედას მოწყენილმა ლანამ... ძალიანაც კი არ ეძინება ლანას, მაგრამ ისე... უბრალოდ. ...
ლანას ესმის ყველაფერი, გონიერი ბავშვია და იცის, რომ ვირუსი გადამდებია, იცის, რომ პირბადის გარეშე სიარული აკრძალულია, იცის, რომ ჰიგიენის წესები ზედმიწევნით უნდა შეასრულოს, იცის, რომ აუცილებლობის გარეშე უფროსებიც არსად დადიან. ამიტომაა ქალაქის ქუჩებში ასეთი სიწყნარე, სიჩუმე და მოწყენილობა... მაგრამ ისიც იცის, ლანამ, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ადრე თუ გვიან ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ლანა მოწყენილი და სევდიანი თვალებით ამბობს: რა უცნაურია ეს 2020 წელი ყველგან სიწყნარე ტელევიზიის გარდა რადგან, ტელევიზიაში სულ პირბადე, პირბადე, დეზინფექცია, დეზინფექცია, დისტანცია, დისტანცია, COVID-19 და ასე შემდეგ. ლანა ნაღვლიანი ამბობს - მძულს ტელევიზია, კომპიუტერი, ტელეფონი, მაგრამ ლანას სჯერა, რომ ყველაფერს აქვს დასასრული და ადრე თუ გვიან ყველაფერი კარგად იქნება.
ნატო ლაბაძე, 11 წლის.