ბეღურა პირბადით
ბეღურამ გაიღვიძა. ადგა და იფიქრა ` ეს რა მალე გათენებულა~.
თავის პატარა ბარტყებს დახედა, რომლებსაც ჯერ კიდევ ეძინათ და ტკბილ
სიზმრებს ხედავდნენ. მოულოდნელად ბეღურა ჩაფიქრდა `კი მაგრამ... ნეტავ გუშინ რატომ დამავიწყდა შვილებისთვის საჭმლის მოტანა. ახლა მომიწევს,
რომ გავფრინდე, სანამ გაიღვიძებენ და საკენკი მოვუტანო~.
მოულოდნელად დაცემინების ხმა გაისმა. დაცემინების ხმამ ყველა დანრჩენი
ბეღურა გააღვიძა და მათ ერთად მოუყარა თავი.
`ეს რაღაც ახალი ვირუსია~ - ფიქრობდნენ ბეღურები.
ახლა დედიკო ბეღურას შვილების საჭმელი დიდად აღარ ედარდე –
ბოდა. იჯდა ბუდესთან ფრთებჩამოყრილი, ტიროდა და ფიქრობდა `ნეტავ რაიმე
შვილებს არ გადავადოო~.
მოულოდნელად ტელევიზორში ჩიტების საინფორმაციო გამო –
შვება დაიწყო. ჟურნალისტი ჩიტები პირდაპირ ეთერში პირბადეებით იდგნენ
და ახალი ვირუსის შესახებ აცხადებდნენ. პირდაპირ ეთერში ჩართეს ფრინველთა სახალხო ექიმი `კოდალა` რომელიც საუბრობდა განკურნვის ხალხურ მეთოდებზე.
ბეღურას თვალები გაუბრწყინდა, რადგან კოდალა მის მეზობლად
უზარმაზარ ხეზე ცხოვრობდა.
ბეღურა სასწრაფოდ გაექანა `ფრინველთა აფთიაქისკენ~
შეიძინა პირბადე და კოდალა ექიმთან გასწია.
`გამარჯობა რით შემიძლია დაგეხმაროთ?~ იკითხა კოდალამ
თავის ბოხი ხმით.
იცით... მგონი ეს ახალი ვირუსი მჭირს – დამაბნევლად თქვა
ბეღურამ. კარგი დაბრძანდით და გასწავლით საუკეთესო სამკურნალო მეთო –
დებს – ეს თქვა ბოლოს ექიმმა კოდალამ და ბეღურას გულში იმედის ნა –
პერწკალი გაუჩნდა.
ღოგორც კი ბეღურა კოდალა ექიმის სახლიდან გამოფრინდა, მაშინვე მიფრინდა მინდორთან, მოგლიჯა ცოტაოდენი ბალახი და მოხარშა
მწვანე ნაყენი. Dდალია თუ არა ნაყენი ბეღურა მაშინვე კარგად გახდა.
მაგრამ ეს ისტორია აქ არ მთავრდება...
ბეღურამ სწორედ ასეთივე მეორე ნაყენი დაამზადა და მეორე დილით კოდალას
საჩუქრად მიუტანა. მისი ბოლო წინადადენა ასეთი იყო - `ინებეთ კოდალა ექიმო
ეს ნაყენი და თუ რაიმე დაგემართებათ თქვენ აღარ შეწუხდეთ მის დასამზადებლად~.
ნინი კუჭაშვილი, 10 წლის