როგორ დაიწყო ჩემთვის 2020 წელი? - ახალ წელს თოვლის ბაბუმ ნანატრი თოჯინა მომიტანა, რომელიც პატარა ბავშვივით ტირის და მოვლა სჭირდება, მერე ჩვენთან დიდი სუფრა გაიშალა და სტუმრებიც მოვიდნენ. ძალიან ბედნიერი ვიყავი...
2020 წელმა ბევრი სიხარულიც მომიტანა, ჩემმა დეიდაშვილმა, პატარა დეამ რთული ოპერაცია გაიკეთა. ღმერთს ყოველდღე ვთხოვ, რომ მალე შეძლოს თავის ფეხით სიარული. კიდევ დედამაც გაიკეთა ოპერაცია... დედა ამქვეყნად ყველაზე ძალიან მიყვარს და მისთვის ვლოცულობდი.
2020 წელი კიდევ იმით დამამახსოვრდება, რომეპიდემიის გამო სკოლაში სწავლა შეწყდა და ონლაინ გაკვეთილები დაგვეწყო. კორონა ვირუსის გამო სახლში ვიყავით ჩაკეტილები, ძალიან მენატრებოდნენ ჩემი მეგობრები, მასწავლებლები, ჩემი საკლასო ოთახი და მერხი. მივხვდი, რომ მათ გარეშეძნელი იყო ცხოვრება.
2020 წელს „წიგნების თაროს“ ონლაინ სკოლის მოსწავლეც ვიყავი, ძალიან საინტერესო გაკვეთილები მქონდა. განსაკუთრებით მსოფლიო ლიტერატურის გაკვეთილები მომწონდა, რომელსაც გადაცემა „წიგნების თაროს“ წამყვანი ალექსანდერე ლორთქიფანიძე გვიტარებდა. ამ გაკვეთილებმა სამყარო სხვანაირად დამანახა, გავიგე რას ნიშნავს მსოფლიო კლასიკური ლიტერატურა, საბავშვო მწერლებზე და მათ შემოქმედებაზე გვესაუბრებოდა. ასტრიდ ლინდგრენის „პეპი გრძელიწინდა“ წავიკითხე. პეპი ძალიან კეთილი და გულადი გოგოა, მასთან ვერ მოიწყენ, უყვარს მხიარული თამაშები და საოცარი ამბების მოგონება. პეპის თავგადასავლებიდან ყველაზე მეტად მომეწონა ბავშვებს ტკბილეული და სათამაშოები რომ უყიდა, არ უყვარს ბოროტი ადამიანები. წავიკითხე გურამ პეტრიაშვილის რამდენიმე ზღაპარი, როგორ იქცნენ მზის ამოსვლისას ყვავილები პეპლებად, „მხატვარი და ჩიტები“ რომ წავიკითხე მივხვდი, რომ ამ ზღაპრებში არ არსებობს ბოროტება. ყველა წიგნის წაკითხვა ვერ შევძელი... ფილმებსაც ვუყურე „პიტერ პენი“, „უფლისწული და მათხოვარი“, „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“, „მატილდა“, „კორალაინი“, „ჰარი პოტერი“, ისე გაირბინა ზაფხულის ცხელმა დღეებმა, ვერც გავიგე.
გამიხარდა,სექეტემბერში ჩემს სკოლაში სწავლა რომ განახლდა, მინდა კარგად ვისწავლო. სკოლაში შესვლისას დეზობარიერს გავდივართ, ხელებს ვიმუშავებთ, ტემპერატურას გვისინჯავენ, ბოთლით დამაქვს დასალევი წყალი, ყოველ წუთს გვახსენებენ „დაიცავით დისტანცია“, მაგრამ მაინც მიხარია რომ ჩემს მასწავლებელებს და კლასელებს ვხვდები. ვირუსები არ უნდა არსებობდეს!..
ნანა ქუმელაშვილი
8 წლის