ეს უცნაური 2020 - ქეთა ზარქუა
ეს უცნაური 2020 - ქეთა ზარქუა
და, რატომ უცნაური? ა, ეს ვირუსი  მე, ცხრა წლის ვარ, სულ ახლახანს გავხდი, 2020 წელი რომ დაიწყო, ჯერ კიდევ რვის ვიყავი. თავიდან რომ გავიგე რაღაც ვირუსია, მახსოვს დედას ეშინოდა,ყველაზე ხშირად ერთი და იგივე კითხვას მისვამდა:- ქეთა, ხელები დაიბანე? კარგად? მე კი ყოველ ჯერზე ვპასუხობდი:-კი დედა, დავიბანე! თან მეცინებოდა.
თითქოს მიხაროდა კიდეც... საგაზაფხულო არდადეგები უჩვეულოდ დიდხანს გაგრძელდა, გაგრძელდა,გაგრძელდა... და რომ აღარ დასრულდა უკვე მივხვდი, რაღაც სერიოზული ხდებოდა, იმაზე მეტად სერიოზული ვიდრე მე წარმომედგინა. მომენატრა სკოლა, კლასელები, მასწავლებელი... ეს ონლაინ გაკვეთილებიც
მოსაწყენი და დამღლელი იყო, ხან - ხმა იკარგებოდა, ხან - ვიღაც ეთიშებოდა, ხან რა და ხან რა...
ამასობაში ზაფხული დაიწყო, მეგობრები ჩამოვიდნენ და ვირუსი ვიღას ახსოვდა. დღეები თამაშში გადიოდა...
და უცნაური ის იყო, რომ მივხვდი დასვენებით დავიღალე. ერთადერთ ოცნებად სწავლის სკოლაში გაგრძელების სურვილი მექცა. მე რაჭაში (ამბროლაურის N 2 საჯარო) სკოლაში ვსწავლობ და ჩვენთან სწავლა ჩვეულებრივ განახლდა. ამან ძალიან გამახარა, იმდენად, რომ ეხლა ვეღარ წარმომიდგენია სახლში, ონლაინ სწავლის გაგრძელება. იმედი მაქვს, ეს აღარ განმეორდება. ჩემი ძამიკოც კი, რომელსაც არასოდეს უყვარდა ბაღი ,მოუთმენლად ელოდება მის დაწყებას, უკვე ყოველ დღე გვეკითხება:- რამდენი დღე დარჩა სანამ ბაღი დაიწყება? პასუხის შემდეგ- ეგ ბევრია თუ ცოტა?
მე ვფიქრობ 2020- მა
წელმა თავისი უცნაურობით ბევრი რამ გვასწავლა, სკოლა და ბაღი სხვანაირად შეგვაყვარა. მჯერა, ყველაფერი კარგად იქნება! მე და ჩემს მეგობრებს აღარასოდეს მოგვიწევს დიდი ხნით ერთმანეთთან განშორება და სიხარულით დაველოდებით ახალ 2021 წელს. ახალი ოცნებებით...


1072
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თეა
0
ქეთა, საყვარელო გოგო ❤️ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დაფასდება შენი ნიჭი ❤️ მიყვარხართ!
22:37 / 15-10-2020
ფატიმა
0
უჭკვიანესი და საყვარელი ფერია გოგო ხარ, აგრძელებ გენს, გაიხარე და ბედნიერი წლები გქონებოდეს, ფერად-ფერადი, უზრუნველ და მხიარულ ბავშვობას გისურვებ.
21:33 / 15-10-2020
ყველაზე კითხვადი
სასარგებლო ინფორმაცია