31 დეკემბერი იყო. ახალი წლის ღამე. თორმეტ საათამდე წუთები იყო დარჩენილი. მეგონა ეს წელი ჩემთვის ძალიან მხიარული იქნებოდა და არაფერი ცუდი არ მოხდებოდა. ამ ფიქრში ახალი წელიც დადგა. პირველი თვე oსე მხიარულად გადიოდა, როგორც წარმომედგინა, სანამ რაღაც უცნობი ვირუსი არ გამოჩნდა. სახელმწიფომ იზოლაცია გამოაცხადა და ყველა სახლში გამოვიკეტეთ. ყველაფერი დაიკეტა მაღაზიების გარდა, მაგრამ იქაც პირბადეებით უნდა შევსულიყავით. დაგვეწყო დისტანციული სწავლა. თავიდან ეს ჩემთვის სახალისო და უჩვეულო იყო, მაგრამ ცოტა ხანში ამასაც მივეჩვიე. ეს ყველაფერი სერიოზულად არ მიმაჩნდა და მეგონა ერთ თვეში ყველაფერი დამთავრდებოდა, მაგრამ ვცდებოდი, სიტუაცია გართულდა. როდესაც დისტანციური სწავლა დაგვიმთავრდა, მაშინვე სოფელში გავემგზავრე. იქ არავის ეკეთა პირბადე და ყველა ჩემი მეგობარი გარეთ გამოსულიყო და თამაშობდა. რა თქმა უნდა, მეც შევუერთდი, რამდენი ხანი იყო რაც დღე ასე მხიარულად გამეტარებინა. საღამოობით ველოსიპედებით ვსეირნობდით. სიმართლე გითხრათ, სოფელში რომ ვიყავი, ვირუსი სულ გადამავიწყდა.
უკვე აგვისტოს ბოლო დღეები იყო, როდესაც გამოაცხადეს, რომ თხუთმეტ სექტემბერს სკოლა იხსნებოდა და ჩემ მეგობრებს ისევ ვნახავდი. ძალიან გამიხარდა. ქალაქში დავბრუნდი. ვიყიდე ყველა საჭირო ნივთი, მაგრამ სულ ტყუილად. სიტუაცია გართულდა და სკოლა კვლავ 1 ოქტომბრამდე გადაიდო, მაგრამ 15 სექტემბერს სწავლა დისტანციულად გვიგრძელდებოდა. დადგა 1 ოქტომბერი. ავდექი სკოლისთვის მოვემზადე და დიდი სიხარულით წავედი. ვიცოდი, რომ ბავშვებთნ დისტანცია უნდა დამეცვა, მაგრამ როდესაც ჩემს საკლასო ოთახში შევედი დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ მეგობრებს მაინც ჩავეხუტე. აღარანაირი ვირუსი აღარ მახსოვდა. დღეს-დღეობით ეს ყველაფერი ასე გრძელდება. თითქოს მივეჩვიეთ. ვინ იცის, რა იქნება მომავალში.
ლუკა იმედაშვილი, 11 წლის