2020 წელს კოვიდ_19-მა მსოფლიო მოიცვა. თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა შემთხვევები, მაგრამ მე არ მეშინოდა. რამოდენომე კვირის მერე დავიწყე ფიქრი ამის შესახებ და ცოტა შემეშინდა. ძალიან ბევრი გარდაიცვალა, ახლაც ებრძვიან ამ ვირუსს პაციენტები, თუმცა ძალიან ბევრი გამოჯანმრთელდა კიდეც. ვირუსის გამო დროებით ქალაქიდან წავედით. შემდეგ კი სკოლა დაიწყო და უკან მომიწია დაბრუნება. სკოლაშიც შეშინებულები იყვნენ, მაგრამ ვუმკლავდებოდით მეც და ჩემი მეგობრებიც. ძალიან ბევრი ადამიანი კარანტინში იყო, კომენდანტის საათიც მოქმედებდა, ხალხი შეზღუდული იყო. Mმეც ძალიან მომწყინდა, ყველაფერი ერთფეროვანი და მომაბეზრებელი იყო, მაგრამ რას ვიზავდი ეს ხომ ჩემი გადასაწყვეტი არ იყო და მეც ვუძლებდი. Eახლა შემოდგომაა და მე ისევ არ ვიცი რა ვქნა, ძირითადად სახლში ვზივარ ერთადერთი რაც მახალისებს სკოლაა.
Dდრო გადიოდა მსოფლიო უარესობისკენ იცვლებოდა.ყველა დაძაბული იყო, არავის მოსწონდა ეს ყველაფერი, ვერაფერს ვაკეთებდით გარდა იმისა რომ ვიცავდით საკუთარ თავს, როგორც შეგვეძლო. არ გვქონდა კონტაქტი ხალხთან, ძალიან მოწყენილი ვიყავი. Dდედაც და მამაც მუშაობდნენ, მე კი ხან სახლში ვიყავი, ხან _სკოლაში. Yყოველი დღე ერთმანეთს გავდა. ცუდი პერიოდი იყო, გულზე რაღაც მკბენდა მინდოდა ვირუსი გამქრალიყო, მაგრამ ამას დრო სჭირდებოდა და მე ეს კარგად მესმოდა. არავინ იცოდა როდის დასრულდებოდა ეს ყველაფერი, თუმცა ყველა მოუთმენლად ელოდა ამ დღეს. ვიცოდით, რომ ეს დღე აუცილებლად დადგებოდა.
Bბევრი ფიქრობს რომ ეს ვირუსი სპეციალურად არის შექმნილი, მათ შორის მეც, მაგრამ ეს ვირუსი არსებობს და ამას უნდა შევეგუოთ. მსოფლიოში ბევრი კარგი და ცუდი რამ ხდება, მაგრამ მე კარგის მოლოდიში ვარ, იმედს არ ვკარგავ. Yყველას უნდა ძველებურად ცხოვრება, მეგობრებთან გადახვევა, მაგრამ უნდა მოვიცადოთ ამას კოვიდ 19 გვიშლის. Aმაყად ვართ ჩვენ. Eეს მარტო ჩემ ოჯახს არ ეხებოდა ეს მთელი მსოფლიოს პრობლემაა. საზღვარ გარეთ ბევრად მეტი გარდაცვლილია. Mმსოფლიო კრიზისშია. ვერ ვაღწევთ კოვიდ 19-ს თავს. ყოველ დღე ისმოდა ახალი დაავადებულების და გამოჯანმრთელებულების რიცხცი, Mმაგრამ იმფიცირებული უფრო მეტი იყო, ვიდრე გამოჯანმრთელებული. ამ ვირუსის განადგურებას ხალხი არ ცდილობს, პირიქით აუარესებენ, არ იცავენ უსაფრთხოების წესებს, არ ემორჩილებიან რეკომენდაციებს. Eეს რათქმაუნდა ცუდია, მათ არ იციან, როგორი საშიშია ეს ვირუსი, არ სურთ შეიგნონ, ამიტომ გაუარესდა სიტუაცია . 2020 წელი ყველაზე საშიში დრო გახდა ხალხისთვის.. ამ ვირუსმა უამრავი ადამიანი დახოცა. Bბევრს იმედი ჰქონდა, რომ გადაურჩებოდა ამ ვირუსს, მაგრამ ზოგს არ სჯერა გადარჩენის.Eეს არის ყველაზე ცუდი. ბევრი ამბობდა რომ 2020 წელი აყვავების წელი იქნებოდა, მაგრამ შეცდნენ, ეს სულაც არ არის აყვავება. Bბევრს სჯერა რომ ეს ვირუსი იმიტომ შექმნეს, რომ ხალხი გაეწყვიტათ და ფული ამ გზით დაეზოგათ. Mმე ასე არ ვფიქრობ, რადგან ეს ვირუსი, რომ ამისთვოის იყოს შექმნილი, მაგრამ ვინ იცის, ყველაფერს დრო გვიჩვენებს. ხალხი უბრალოდ დადის არც დისტანციას იცავენ, არ აინტერესებთ კომენდანტის საათი, ასე უბრალოდ დადიან. სწორედ მათნაირების გამო არის ეს ვირუსი ასე გავრცელებული. Eეს არ არის სწორი საქციელი. Mმე მგონია რომ ამას განზრახ აკეთებენ.
Aამ მოთხრობის წერის დროს დამწუხრებული ვარ. –რატომ? –რადგან მინდოდა რაიმე უფრო მხიარული დამეწერა, რადგან დღეს ამის ადგილი ნამდვილად არ არის. საქართველო წითელ ზონადაა გამოცხადებული.მართალია ეს ვირუსი დროებითია მაგრამ, ეს დრო შეიძლება ჩვენი უყურადღებობის გამო ძალიან გაიწელოს და გაიწელოს. Aარავინ იცის რა მოხდება. შეიცვლება უკეთესობისკენ თუ გაუარესდება. Aამას დრო გვიჩვენებს. იმედი არ უნდა დავკარგოთ.
ტარიელ აბდუშელიშვილი
9 წლის.