ეს უცნაური 2020 - ანა მილაძე
ეს უცნაური 2020 - ანა მილაძე
დიდიხნის წინ, კაცობრიობას რომ არ ახსოვს, სკოლა დაარსებულა, ადგილი, სადაც ბავშვებს ცოდნას და განათლებას აძლევდნენ, ასწავლიდნენ. ერთი შეხედვით, თითქოს იგი ჩვეულებრივი შენობა იყო, მაგრამ ყველასგან განსხვავებული თავისი არსით. თურმე, დაარსების დღიდან, სკოლას ბავშვები შეყვარებია. ჟრიამულს და პატარების სითბოს კი მისთვის სული შთაუბერავს. იგი ისევე გრძნობდა, როგორც სულიერი არსება, ისევე განიცდიდა და სულდგმულობდა, როგორც ადამიანი. სკოლა ჯადოსნურ ტაძრად გადაიქცა. ზოგჯერ სასწაულებსაც ახდენდა და აოცებდა ადამიანებს... ასე მოვიდა 2020 წლამდე... ამ უცნაურ წელიწადს კი მსოფლიოს საშინელი პანდემია დაატყდა თავს. ადამიანები ლოკოკინებივით ჩაიკეტნენ
თავიანთ ნაჭუჭში, მიწყნარდა სოფლები, აღარც ქალაქის ქუჩებში ისმოდა ჟრიამული. ნათესავებს და მეგობრებს ერთმანეთი მოენატრათ. მსოფლიო უცნაურმა, შიშნარევმა ბურუსმა მოიცვა, თითქოს ხალხი გაცივდა კიდეც. არავინ არავის იხუტებდა, არავის ეფერებოდა, ამან კი ჩვეული მხიარულება დაავიწყა ხალხს. ბავშვებს აეკრძალათ სკოლაში სიარული, იქ სადაც, ცოდნის წყარო იყო, სადაც მუდამ ელოდნენ სიხარულით და სითბოთი. შენობაში, რომელიც ოდითგანვე მოწოდების სიმაღლეზე იყო , იდუმალმა სიჩუმემ დაისადგურა... შეწყდა მჭექარე ზარის ხმაც, რომელიც აფხიზლებდა არემარეს. და ამ დროს თურმე სკოლამ იტირა, ჰო მართლა... ცხარე ცრემლებით იტირა... აი პატარა ბავშვივით აქვითინდა. იცით რატომ? ჟრიამული მონატრებია, რადგან მას ბავშვები ყვარებია ძლიერ. ისეთი ბავშვებიც ყვარებია, მის კედლებს, რომ ჩხაპნიან და კაწრავენ. ჰო, თურმე ისინიც ყვარებია სკოლას, ...
ამ უცნაურ 2020 წელს ჯადოსნურმა ტაძარმა გული იტკინა, ბევრი ტირილისაგან თვალები დაუსივდა. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კი თითქოს უფუნქციოდ აქცია იგი. ჯადოსნურმა შენობამ მოიწყინა, ფერი იცვალა, დასევდიანდა. ძალიან საბრალო და საცოდავი გახდა. ახლა მხოლოდ ერთი იმედი აცოცხლებს და ასულდგმულებს... ელოდება ახალ წელს, პატარა ბავშვივით სულმოუთმენლად, იმის იმედით, რომ ის ახალი წელი უცნაური აღარ იქნება...
ანა მილაძე, 11 წლის


120
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
ყველაზე კითხვადი