როგორც მიხეილი ამბობს, თავად მას 13 წლის ასაკში უყიდეს პირველი კომპიუტერი და მას შემდეგამ სფეროში მოღვაწეობს.
„ბავშვობიდან მაინტერესებდა კომპიუტერული მეცნიერებები. როდესაც 13 წლის ასაკში პირველი კომპიუტერი მქონდა,

რატომ არის მნიშვნელოვანი ადრეულ ასაკში პროგრამირების სწავლა ?
„ისეთი წარმატებული და ცნობილი ადამიანები,როგორებიც არიან ბარაკ ობამა, ბილ გეიტსი და მარკ ცუკერბერგი, ფიქრობენ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა მომავალში პროგრამირების ენა უნდა იცოდეს. ის ყველა დარგში მოღვაწე ადამიანს ეხმარება და უმსუბუქებს საქმეს. მაგალითად, თუ ბუღალტერი ხართ და

როგორ ისწავლება პროგრამირება ბავშვებში?
„ბოლო 5 წელია, მთელ მსოფლიოში აქტუალური გახდა ბავშვებისთვის ადრეულ ასაკში პროგრამირების სწავლა. მასაჩუსეტის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა და სტუდენტებმა შეიმუშავეს კოდირების ენა, რომლის მეშვეობითაც ბავშვები გაცილებით მარტივად ითვისებენ მასალას. ახალი პროგრამირების ენის, სახელად scratch-ის მიზანია, ბავშვებს რაც შეიძლება ადვილად აათვისებინოს პროგრამირების საფუძვლები. ეს არის მხიარულ ფერებში გადაწყვეტილი ბლოკები, რომლებსაც ერთმანეთზე ლოგიკურად აბამ და დამოუკიდებლად ქმნი საკუთარ პროგრამას. ყველა ბლოკს აქვსთავისი სახელი და დანიშნულება. ეს პროგრამა კოდირების საფუძვლების ყველა მეთოდს მოიცავს. შესაბამისად, ბევრი ქვეყნის სკოლებში სწავლების პროცესში scratch (პროგრამირების ენა) უკვე აქტიურად ინერგება.

სკოლა „ნოვატორის“ სწავლების მეთოდი:
„ნოვატორის“ სკოლაში ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორისა და სტუდენტების მიერ დაწერილი სილაბუსით ვხელმძღვანელობთ. ის გადავთარგმნეთ და ქართულ რეალობას მოვარგეთ. ჩვენს სკოლაში 8 წლიდან 14 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ სწავლა. ერთ კლასში მოსწავლეთა შორის ასაკობრივი სხვაობა 1-2 წელია. 8-9 წლის, ან 10-11 წლის და ასე შემდეგ. ჩვენ ვითვალისწინებთ ბავშვების შესაძლებლობებს და მასალის ათვისების უნარს, შესაბამისად, ვცდილობთ, რომ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნaთ ჩვენს მოსწავლეებს. ერთ კლასში მაქსიმუმ 10 ბავშვია, დღეს სულ 18 კლასი შეგვიძლია უზრუნველვყოთ. სწავლება მოიცავს ერთწლიან კურსს, გაკვეთილები ტარდება კვირაში ორჯერ. რაც მთავარია, ბავშვი ადგილზევე ითვისებს მასალას და არ იტვირთება სახლში. კურსის გავლის შემდეგ ჩვენმა ნოვატორმა უკვე იმდენად მნიშვნელოვანი საფუძვლები იცის, რომ უკვე პრაქტიკაში შეუძლია მათი გამოყენება და განხორციელება. თუმცა კურსი „ნოვატორის“წარმატებით გავლის შემდეგ, ჩვენს ნოვატორებს ვთავაზობთ ახალ საფეხურზე გადასვლას, სადაც უკვე ალგორითმირებასა და მათემატიკურ ნაწილს შეისწავლიან. ამასთან ერთად ისინი რეალურ ტექნოლოგიებსაც გაეცნობიან, სათამაშო scratch- ის ნაცვლად. ჩვენ ბავშვებს ვასწავლით ისევე როგორც გუნდურ მუშაობას, ასევე ინდივიდუალურ აზროვნებას შეჯიბრების პრინციპით. გაკვეთილის ახსნის მეთოდიც განსხვავებულია: ვამბობთ პრობლემას, რის შემდეგაც ბავშვებს ამ პრობლემის გადაჭრის პრინციპების მოფიქრება უწევთ. სკოლაში ასევე გვყავს სათამაშო რობოტები, რომლებსაც აქტიურად ვიყენებთ სწავლების პრაქტიკულ ნაწილში. ბავშვები დამოუკიდებლად აწყობენ მათ და ცდილობენ მათ ამოძრავებას პროგრამირების საშუალებით. როდესაც მოსწავლეები ხედავენ მათი შექმნილი რობოტი როგორ მოძრაობას და დასხვადასხვა მითითებას ასრულებს, ეს მათთვის აურაცხელი სიხარული და სტიმულია.

რა უნარებს უვითარებს ბავშვებს პროგრამირების სწავლა?
„ჩვენი მიზანია, ბავში ლოგიკურად მივიდეს დასკვნaმდე და იპოვოს გამოსავლის გზები.ამ პროფესიაში ძალიან მნიშვნელოვანია დამოუკიდებლად და სწრაფად შეგეძლოს გადაწყვეტილების მიღება. სწორედ ამ უნარების დანერგვასა და განვითარებას ვცდილობთ ჩვენს მოსწავლეებში. გარდა ამისა, კურსი ბავშვებს უვითარებს შემოქმედებით აზროვნებასა და წარმოსახვის უნარს. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებთან ამ ფორმის ურთიერთობა პატარებს zუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ ინტერესს უღვივებს. “
როგორც „ნოვატორის“ დამფუძნებელი ამბობს, გოგონებიც არიან დაინტერესებული პროგრამირების შესწავლით.
„არანაირი სქესობრივი განსხვავება არ არის ამ პროფესიაში. სამწუხაროდ, ხშირად მშობლებს ჰგონიათ, რომ კომპიუტერული მეცნიერებები გოგონებისთვის არ არის განკუთვნილი, რადგან რობოტიკას ეხება, რაც მცდარი აზრია, რადგან რეალურად ამჟამად ჩემს კლასში ყველაზე წარჩინებული მოსწავლე გოგონაა.
ჩვენს სკოლას ჰქვია „ნოვატორი“, რადგან ჩვენ მომავალ ნოვატორებს ვზრდით. ჩვენიმიზანია ქვეყანაში კომოპიუტერული მეცნიერებების დარგის განვითარება და მომავალი პროფესიონალებისაღზრდა. ვფიქრობთ, რომ ნებისმიერი ადამიანი თავის პროფესიაში უნდა იყოს ინოვაციური, შესაბამისად, ჩვენი დევიზია #გახდინოვატორი. იხილეთ სტატია ინგლისურ ენაზე
ლიკა ჭიღლაძე