"უნდა დასრულდეს ხანა, როცა მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა იყოს შვილი" - ორი წარმატებული ქართველი გოგონას გზა მიზნებისკენ
"უნდა დასრულდეს ხანა, როცა მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა იყოს შვილი" - ორი წარმატებული ქართველი გოგონას გზა მიზნებისკენ
მარია გეთიაშვილი და ნინო მწარიაშვილი ის გოგონები არიან, რომლებზეც ნამდვილად ღირს დაწერა და სხვებისთვის მათი გაცნობა.
მარია ჯერ მხოლოდ 23 წლისაა, გურჯაანში დაამთავრა სკოლა და შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა - ინგლისური ენის ფილოლოგიის მიმართულებით.
ნინო მწარიაშვილი კიდევ უფრო პატარაა - 19 წლის. ასევე გურჯაანიდან და ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობს.
მიუხედავად ამ პატარა ასაკისა, ამ ორმა გოგონამ, რომლებიც წლებია მეგობრობენ, იმდენი შეძლეს, რომ ზურგსუკან უამრავი წარმატებული პროექტი ჩამოიტოვეს და
წინაც ძალიან დიდი მიზნები აქვთ.
მათი ერთობლივი შრომის შედეგია განათლების საერთაშორისო აკადემია და საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის ფარგლებშიც მასწავლებლებისთვის აწყობენ ტრეინინგტურებს საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ, სკოლის მოსწავლეებს რამდენიმეთვიან უფასო ინგლისურ კურსებს სთავაზობენ, აბიტურიენტებს - სამოქალაქო განათლების უფასო კურსებს, 2008 წლის ომში დაღუპულთა შვილებს - ასევე უფასო ინგლისურის კურსებს... მათივე შექმნილია "ჰარის ოლიმპიადა"... ერთი სიტყვით, გოგონები საკმაოდ წარმატებულები არიან, გარშემო ყველა დაარწმუნეს, რომ პატარა ასაკის მიუხედავად, ბევრი საქმის გაკეთება შეუძლიათ და ვფიქრობთ, სათქმელიც დაუგროვდათ...
გვესაუბრება მარია გეთიაშვილი:

- საკმაოდ აქტიური ადამიანი ვარ და უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე, პირველივე კურსიდან აქტიურად ვიყავი ჩართული საუნივერსიტეტო ცხოვრებაში, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორთან თავიდანვე აქტიურად ვთანამშრომლობდი და ძალიან ბევრ საინტერესო
პროექტში ვერთვებოდი. სულ მალე ილიაუნში სტუდენტური კლუბი - „კარიერული წინსვლის აკადემია ACD“ დავაფუძნე მეგობრებთან ერთად. საკმაოდ საინტერესო პროექტები განვახორციელეთ არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცეში, არამედ მის გარეთ, რითაც ძალიან ვამაყობ. სტუდენტური კლუბი კვლავ აქტიურია, საკმაოდ mshoblebiპოლულარული საუნივერსიტეტო დონეზე და დღესაც ეწევა პროდუქტიულ საქმიანობას.
ილიაუნში სტაჟირება გავიარე საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში, შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ვმუშოაბდი ასევე პროექტების მენეჯერად რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციაში და არაერთხელ ვყოფილვარ მოხალისეობრივად ჩართული პროექტებში. ჩემთვის ანაზღაურება ყოველთვის მეორეხარისხოვანი იყო, ამიტომ როდესაც პროექტი მომწონდა, სიხარულით ვერთვებოდი და დიდი სიამოვნებით ვასრულებდი ჩემს მოვალეობას. გამოცდილების დაგროვების შემდეგ გადავწყვიტე, არასამთავრობო ორგანიზაცია დამეფუძნებინა - „განათლების საერთაშორისო აკადემია IAE“, რომელიც საგანამანათლებლო პროექტებს განახორციელებდა მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და მასწავლებლებისთვის. ერთ წელში ჩვენ მიერ ორგანიზებულ პროექტებში დაახლოებით 3000 ადამიანი ჩაერთო. არაერთი სოციალური პროექტის ავტორები ვართ: ძალიან კარგი კომპანიების და უნივერსიტეტების მხარდაჭერით, არაერთი მოსწავლე წავახალისეთ, რომლებმაც ჩვენს პროექტებში გაიმარჯვეს. არასამთავრობოს დაფუძნების შემდეგ გაჩნდა სასკოლო ოლიმპიადა: „ჰარის ოლიმპიადა - Harry Olympics “ - შექმნის იდეა, ინგლისური ენის ოლიპიადა საქართველოს მასშტაბით 8 ქალაქში პირველივე ეტაპზე ჩავატარეთ და დღესაც აქტიურად აგრძელებს საქმიანობას. ჰარის ოლიმპიადას, ჰოგვარტსის ქართულ-ბრიტანული სკოლა მოჰყვა, რომელმაც სეზონური ხასიათი მიიღო და ახლა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც იღებს სტარტს ქართველი ბავშვებისთვის.
ამ ყველაფერთან ერთად საბოლოოდ გადავწყვიტე დამეფუძნებინა საგანამანათლებლო ცენტრი, რომელიც აბიტურიენტებს, მასწავლებლებს და მოსწავლეებს საინტერესო სიახლეებს შესთავაზებდა და სრულიად ახალ სიტყვას იტყოდა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ასეც მოხდა, მეგობართან ერთად დავაფუძნე „ედუ ჰაბი EDU HUB”, სადაც მოსწავლეები არაფორმალურ გარემოში იძენენ სხვადასხვა უნარებს, სწავლობენ ხალისით და ხარისხიანად. გვაქვს სოციალური პროექტი ასწავლე უანგაროდ, რომელშიც არაერთი მასწავლებელია ჩართული და ცოდნას სრულიად უანგაროდ უზიარებნ მოსწავლეებს. თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით ვახორციელებთ სპეციალურ პროექტს, რომელშიც თბილისის მასშტაბით 2008 აგვისტოს ომში დაჭრილი ჯარისკაცების შვილები სრულიად უფასოდ სწავლობენ ინგლისურ ენას. ასევე აქტიურად ვახორციელებთ პროექტებს ქართველი მასწავლებლებისთვის აზერბაიჯანში,თურქეთში და სხვა ქვეყნებში. ტრეინინგ-კურსის გავლასთან ერთად მათთვის ვგეგმავთ ტურისტულ ვიზიტებს უცხო ქვეყნებში და საკმაოდ პროდუქტიული პროექტი გამოდის.

- რამდენად ადვილია შენი ასაკის გოგონასთვის - შენი პარტნიორიც ასევე პატარა ასაკისაა, დაარწმუნო გარშემო მყოფები და პირველ რიგში საქმიანი პარტნიორები, რომ ეს ყველაფერი შეგიძლია? თუ ხვდები წინააღმდეგობას ასაკის გამო და როგორ ლახავ ამ წინააღმდეგობას?
- სიმართლე გითხრათ ადვილი არაფერია, განსაკუთრებით, როცა დიდ პროექტებს ეხება საქმე. როცა 4 წლის წინ ვიწყებდი ასეთ პროექტებზე მუშაობას, მაშინ ძალიან მიჭირდა დარწმუნება, თუმცა ახლა არც მე და არც ჩემს მეგობარს არაფრის ზედმეტად ახსნა არ გვჭირდება. ადამიანები ხედავენ შედეგს, საქმეს რომელსაც ვაკეთებთ და თანაც დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად დამატებით არაფრის ახსნა აღარ გვჭირდება. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ვხვდები ხოლმე ასაკის გამო წინააღმდეგობებს, განსაკუთრებით ჩემზე საკმაოდ უფროს ადამიანებთან, თუმცა როცა ხედავენ ჩემს გამოცდილებას და დიდ მოტივაციას, ადვილად რწმუნდებიან ჩემს შესაძლებლობებში.
mshoblebi
- როგორ არჩევთ კადრებს, მაგალითად მასწავლებლებს, რომლებიც უფასოდ დაგეხმარებიან - თუ ეს მხოლოდ ბავშვისთვისაა უფასო და მასწავლებელს ეკუთვნის გარკვეული ანაზღაურება?
- პროექტებისთვის მასწავლებლებს სამოტივაციო წერილების საფუძველზე ვარჩევთ და შემდეგ ვრთავთ პროექტში. რაც შეხება საგანამანათლებლო ცენტრს, პედაგოგებისთვის ვაცხადებთ ვაკანსიებს, შერჩეულ კანდიდატებს ვუტარებთ გასაუბრებას და თუკი წარმატებით გაივლიან გასაუბრების ეტაპს, ვუკავშირდებით და შემდეგ ვასაქმებთ. უფასო კურსებს რაც შეეხება, ჩვენთან რამდენიმე მასწავლებელი სრულიად უანგაროდ მუშაობს, ამ პოზიციებზეც დიდი კონკურენციაა. მასწავლებლებს სამოტივაციო წერილებისა და ცოდნის დონის მიხედვით ვარჩევთ. საუკეთესოებს კი შემდეგ უკვე ცენტრში ვასაქმებთ.

- ბევრი ურთიერთობა გაქვს ბავშვებთან და მასწავლებლებთან. რას იტყოდი, როგორ დაახასიათებდი? რა დაინახე მაგალითად, მასწავლებლების კუთხით - მინუსები და პლუსები? რამდენად მოტივირებულები არიან, რომ განვითარდნენ და ხომ არ არიან დაღლილები ამდენი ტრენინგითა და გამოცდით, როგორც ბევრი ამბობს ხოლმე?
- ზოგადად ეს კატეგორია ჩემი გატაცებაა, მიყვარს ბავშვები, საგანამანათლებლო სექტორში ჩართული ადამიანები და ხალხი, რომელსაც განვითარება სურს. მასწავლებლები დიდი მოტივაციით ერთვებიან ყოველთვის, არ გვაქვს გადატვირთული და მოსაბეზრებელი ტრეინინგები, ყოველთვის სიახლეებს ვთავაზობთ, არ ვღლით და მხოლოდ მთავარზე ვაკეთებთ აქცენტს. უმრავლესობას მოსწონს ჩვენ მიერ შეთავაზებული ტრეინინგები და ამას ცალსახად გამოხატავენ უკუკავშირის დროს. ჩვენს პროექტებში ძირითადად ის კატეგორია ერთვება, ვინც სიახლეებისთვისაა მზად და სურს განვითარება. მასწავლებლები არ წუწუნებენ და პირიქით, მათგან მოდის ხოლმე იდეები ახალი ტრეინინგ-კურსის თემებთან დაკავშირებით, რაც ძალიან მახარებს.

- როგორ შეაფასებ მოსწავლეებს, ახალ თაობას. რას ხედავ უმთავრესს მასში - ცუდსაც და კარგსაც?
- საოცარი თაობა მოდის, ძირითადად ძალიან ჭკვიანები, ამბიციურები, მიზანდასახულები და კრიტიკულად მოაზროვნეები. თაობა, რომელიც თვლის, რომ ყველაფერს თავისით უნდა მიაღწიოს. ახალგაზრდები ისახავენ მიზანებს და აღწევენ კიდეც. სასკოლო ოლიმპიადები, კონკურსები და მსგავსი აქტივობები კი მხოლოდ ხელის შემწყობი ფაქტორებია. ახალი თაობა არ თაკილობს შრომას, რითაც ძველი თაობისგან ძალიან გამოირჩევა. ახლა უამრავი ახალგზარდა თავისით ირჩევს პროფესიას, რასაც მივესალმები. მშობლების რჩევები კარგია, თუმცა როცა საქმე საყვარელ პროფესიას ეხება, აქ უკვე აბიტურიენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ხომ უნდა დასრულდეს ხანა, როცა მშობლები წყვეტენ, რა პროფესიის უნდა იყოს შვილი, მე მგონია რომ სწორედ ამ ეტაპზე ვართ.
უარყოფითზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ინტერნეტს ხშირად არამიზნობრივად იყენებენ, სოციალურ ქსელებს მიეჯაჭვნენ და ხშირ შემთხვევაში ერთმანეთთან ურთიერთობისას ვირტუალური კომუნიკაცია ურჩევნიათ პირდაპირ კომუნიკაციას. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვითარება მხოლოდ საქართველოში არაა და მსოფლიო დონის პრობლემას წარმოადგენს.

- რა სამომავლო გეგმები გაქვს, რა არის შენი პროგრამა მაქსიმუმი?
- ახლა ცოტა რთულია მომავალზე რაიმე კონკრეტულის თქმა, თუმცა კიდევ უფრო მასშტაბური პროექტები მაქვს იდეის დონეზე. ჩემი გეგმები რომ განვახორციელო, მჭირდება იმაზე დიდი გამოცდილება, ვირდრე მაქვს, სწორედ ამიტომ ვფიქრობ გამოცდილების დაგროვებას საჯარო ან კერძო სექტორში, რომელიც უშუალოდ განათლების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობს. ვგეგმავ სწავლის გაგრძელებას სამაგისტრო და შემდეგ უკვე სადოქტორო საფეხურებზე. კარიერის გარდა, ვფიქრობ პირად ცხოვრებაზეც, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ჩემთვის. პროგრამა მაქსიმუმს რაც შეეხება, ამაზე თავს შევიკავებ, თუმცა ვიტყვი, რომ ჯერ ჩემი პოტენციალის 10%-იც კი არ მაქვს გამოყენებული.
2065
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
მარია
0
დიდი მადლობა
11:22 / 23-10-2017
მანანა
0
ჩემი ჭკვიანი გოგო კიდევ არაერთი წარმატებას მიაღწევს
21:15 / 22-10-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?