ახალი წიგნები, რომლებიც თქვენს პატარებს საინტერესო და სახალისო სამყაროში ამოგზაურებს
ახალი წიგნები, რომლებიც თქვენს პატარებს საინტერესო და სახალისო სამყაროში ამოგზაურებს
ბავშვის სწორი გონებრივი განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ მის ცხოვრებაში ადრეულ ეტაპზევე გამოჩნდეს წიგნი. თუმცა ასევე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, თუ რა წიგნს ვაძლევთ პატარას. მასში სწორად უნდა იყოს შერჩეული როგორც ტექსტი, ისე ილუსტრაციები. თარგმანის შემთხვევაში კი აუცილებელია, რომ თარგმნა ზუსტად და ადეკვატურად მოხდეს.
საქართველოში საბავშვო წიგნების დიდი არჩევანი საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა არსებობს გამოცემების რამდენიმე სერია, რომელიც მართლაც განსაკუთრებული შინაარსითა და ხარისხით გამოირჩევა. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია "დისნეის" წიგნებს. გამომცემლობა "პალიტრა L" ამ სერიის წიგნების დასაბეჭდად კომპანია "უოლტ
დისნეის" ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი და საქართველოში ექსკლუზიური წარმომადგენელია. ქართველ მკითხველს 2012 წლიდან აქვს შესაძლებლობა, რომ "დისნეის" ზღაპრები ქართულ ენაზე წაიკითხოს.
mshoblebi

ქართულ ენაზე თარგმნილი "დისნეის" წიგნები უცხოური გამოცემების ზუსტი ასლია, რომელიც "უოლტ დისნეის" ლიცენზიით არაერთ ქვეყანაში იბეჭდება. ცნობილი ამერიკული კომპანია ხარისხს მკაცრად აკონტროლებს. გამომცემლობა "პალიტრა L" მასთან თითოეულ ტექნიკურ ნიუანსს ათანხმებს.
სერია საინტერესო, ფერად და ჯადოსნურ ზღაპრებს აერთიანებს. წიგნები მორგებულია პატარებზე. ფერადი ილუსტრაციები ხელს უწყობენ მათ, რომ სიუჟეტი უფრო ადვილად აღიქვან.
mshoblebi
ზოგადად, საბავშვო წიგნების შერჩევისას კიდევ ერთი პრობლემა იჩენს ხოლმე თავს. ძირითადად, ზღაპრები პრინცესებზეა ხოლმე, რაც გოგოებს უფრო აინტერესებთ, ვიდრე ბიჭებს. ბიჭებისთვის განკუთვნილი წიგნები ძალიან იშვიათია. თუმცა აღსანიშნავია, რომ გამომცემლობა "პალიტრა L" ამ კუთხითაც აქტიურად მუშაობს.
mshoblebi
მანქანები
(წიგნი-პაზლი), მხიარული რბოლები (წიგნი-სათამაშო), ჯადოსნური დაფა, მიკი მაუსის კლუბი (წიგნი-პაზლი) - ეს "დისნეის" ახალი წიგნებია, რომელიც ქართველი მკითხველისთვის უკვე ხელმისაწვდომია და რომლითაც ბიჭები დაინტერესდებიან.
მანქანების და მიკი მაუსის კლუბიის წიგნი-პაზლში თქვენ ნახავთ 5-5 ასაწყობ პაზლს. შეგიძლიათ ხუთივე პაზლი ერთმანეთში აურიოთ დამათ თავიდან აწობაში პაზლების ქვეშ მოცემული ნახატები დაგეხმარებათ. პაზლებს აწყობის შემდეგ კი ამბის წაკითხვასაც შეძლებთ.
მხიარული რბოლების წიგნი - სათამაშოპატარა ბიჭებისთვისაა, რომლებსაც უყვართ მანქანები, მათზე ისტორიები და სურვილი აქვთ, რომ თვითონ საკუთარი ფანტაზიით გააცოცხლონ ისინი სათამაშო მოედანზე. წიგნში გაერთიანებულია მანქანების წიგნი, 12 ფიგურა და სათამაშო მოედანი.

ჯადოსნური დაფის დახმარებით ბავშვებს შეუძლიათ, რომ შეუერთდნენ ლეგენდარულ ელვა მაკქუინსა და მის მეგობრებს. ეს არის ძალიან მარტივი და სახალისო წიგნი. პატარებს შეუძლიათ დახატონ იმდენი, რამდენიც სურთ, რადგან დაფა ადვილად სუფთავდება. წიგნი, ჯადოსნური დაფა და ფანქარი ერთ ნაკრებშია გაერთიანებული. პატარა მკითხველებს შესაძლებლობა აქვთ, საყვარელ გმირებთან ერთად იმოგზაურონ.


2990
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები