ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი: "თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მხოლოდ ათოსანი და დამჯერი"
ცნობილი პედაგოგი შალვა ამონაშვილი: "თითოეული ბავშვი უნდა გიყვარდეს, არა მხოლოდ ათოსანი და დამჯერი"
1 / 4
Next
შალვა ამონაშვილის სახელი ბევრისთვის არის ცნობილი. 80-იან წლებში მასსა და მის ახლებურ მეთოდებზე განათლების სისტემაში, მთელ საბჭოთა სივრცეში საუბრობდნენ. დღეს მის აგრაკზე ყოველ ზაფხულს ტარდება სემინარები, პედაგოგებისთვის და მშობლებისთვის. მოდიან ოჯახებიც - ბავშვებთან ერთად. დიდ სივრცეში ყველაფრისთვის არის განკუთვნილი ადგილი: სახელოსნო, ბერძნული თეატრი, დიდი, ნათელი ლექტორიუმი და საბავშვო მოედანი. პროდუქტები საკუთარი ფერმიდან და სუფთა ჰაერი. ეს არის ადგილი, სადაც თანამოაზრეები იკრიბებიან მსოფლიოს სხვა
დასხვა კუთხიდან: რუსეთიდან, ავსტრიიდან, ლიტვიდან, უკრაინიდან, ესპანეთიდან, ყაზახეთიდან და სხვ.

50 წლის წინ ამონაშვილმა, ახალგაზრდა მაგრამ უკვე გამოცდილმა მასწავლებელმა, უარი განაცხადა უკვე დაცულ დისერტაციაზე. იგი ეწინააღმდეგებოდა ძველ შეხედულებებს ბავშვთა აღზრდისა და განათლების შესახებ. გთავაზობთ მის პასუხებს აქტუალურ საკითხებზე:

- ბატონო შალვა თქვენი აზრით, რაში მდგომარეობს დღეს განათლების პრობლემა?
- ახალ სამყაროში ახალი ბავშვები არიან, პედაგოგოკა კი მოძველებულია. ნებისმიერი ბავშვი მოგიყვებათ გაკვეთილის მიმდინარეობის სქემას: ადექით, დასხედით, გადაშალეთ რვეულები, წაიკითხეთ გაკვეთილი, დახურეთ რვეული, გადაშალეთ დღიური, დამთავრდა გაკვეთილი.
mshoblebi
ეს უკვე არ მუშაობს. ახალი თაობა დათანხმდა ჩვენს მოდელს, მაგრამ არ მიიღო ის. ეს არის იძულებითი პედაგოგიკა - მოძველებული მოდელი. ამიტომ ბავშვებს სწყინდებათ სკოლაში.
ჩვენ არ გვწყინდებოდა სკოლაში, რადგან სხვაგვარად გვზრდიდნენ. ჩვენ ვიზრდებოდით ავტორიტარულ გარემოში, რაც ითვლებოდა
ნორმად. ახლა ასე აღარ შეიძლება.
დიახ, ჩვენც განვიცდით, როდესაც ჩვენი აქტიური, მოძრავი, ცნობისმოყვარე შვილები უინტერესოდ სხედან კლასში...
mshoblebi
ზოგიერთ მასწავლებელს ერთი სული აქვს, როდის დაიწყება სასწავლო წელი და როდის დაიწყებს ორიანების დაწერას. სამი ათასი გაკვეთილი, ორმოცი პასუხი დღეში, ამას დამატებული საშინაო დავალება... ბავშვობა კი მიდის... 
გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 4
Next
34903
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
nino
0
ეჰ, ვინ ფიქრობს თქვენსავით ჩემო კეთილო ბატონო
12:32 / 30-11-2017
ასმათ ჯავახიშვილი
1
ერს ჰყავდეს ბატონი შალვა და სხვა ქვეყნის განათლების სისტემას ნერგავდეს,სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.
19:35 / 22-11-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?