ექიმებმა აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს, არადა აღმოჩნდა, რომ ვუნდერკინდი იყო ამ ბავშვებმა ადრეულ ასაკში მოახერხეს სხვადასხვა პროფესიაში საოცარი წარმატების მიღწევა – ისინი ნამდვილად "საოცარი ბავშვები" არიან, ანუ ვუნდერკინდები, რომლებიც საზოგადოებას აოცებენ.
ჯეიკობ ბარნეტი ამერიკელი მათემატიკოსია. ორი წლის იყო, როცა მძიმე დიაგნოზი დაუსვეს: აუტიზმი. ექიმები ამბობდნენ, რომ ვერც ილაპარაკებდა, ვერც წაიკითხავდა და ჩვეულებრივ ყოფით საქმიანობაშიც ვერ ჩაერთვებოდა. სამი წლისა რომ გახდა, მაშინ აღმოჩნდა, რომ ექიმები ძალიან შეცდნენ – ჯეიკობი უკვე ანბანს ცნობდა და ამბობდა წაღმა და უკუღმა. ამავე ასაკში პლანეტარიუმს სტუმრობდა, სადაც გიდს აუხსნა, რატომ არის მარსი ასეთი უცნაური ფორმის. ინდიანის უნივერსიტეტში 10 წლისამ ჩააბარა. სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობისას ამტკიცებდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს აინშტაინის ფარდობითობის თეორიას უარყოფდა. დრესდღეობით დისერტაციაზე მუშაობს კვანტური ფიზიკის სფეროში.
მიკაელა ფუდოლიგმა ფილიპინების უნივერსიტეტში 11 წლისამ ჩააბარა, 16 წლისამ კი წარმატებით დაამთავრა და ფიზიკის დარგში ბაკალავრის ხარისხი მიიღო. დღესდღეობით ამავე უნივერსიტეტში პროფესორად მიუშაობს და ეკონოფიზიკით არის დაკავებული.
იაკრიტ იასვალი ინდოეთში მას მერე გახდა ცნობილი, რაც თავისი პირველი ქირურგიული ოპერაცია ჩაატარა – მაშინ რვა წლის იყო. მართალია, ექიმი არ იყო, მაგრამ ნაცნობების ვიწრო წრეში უკვე აღიარებული სამედიცინო გენიოსის რეპუტაცია ჰქონდა. მის რვა წლის მეგობარს ხელი დაეწვა და აკრანმა თითები დაუცალკევა ერთმანეთისგან.
12 წლისამ სამედიცინო უნივერსიტეტში ჩააბარა, 17 წლისა კი მაგისტრი გახდა გამოყენებითი ქიმიის დარგში. დღეს სიმსივნის წამლის ძიებით არის დაკავებული.
ტეილორ უილსონი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია მსოფლიოში, რომელმაც სამუშაო ფუზორი შექმნა – მოწყობილობა, რომელის ბირთვული სინთეზის რეაქციას ემსახურება. 10 წლისამ ბირთვული ბომბი ააწყო, ფუზორი კი – 14 წლისამ. 2011 წლის მაისში ტეილორმა საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკურ ბაზრობაზე ჯილდო მიიღო გარდამტეხი გამოსხივების დეტექტორისთვის.
კამერონ ტომპსონი მათემატიკური გენიოსია ჩრდილოეთ უელსიდან. როცა ოთხი წლის იყო, თავის მასწავლებელს მისცა შენიშვნა – მან ბავშვებს უთხრა, რომ უმცირესი რიცხვი ნულია, კამერონმა კი შეუსწორა, უარყოფითი რიცხვები დაგავიწყდათო. 11 წლისამ დიდი ბრიტანეთის უნივერსიტეტში ხარისხი მიიღო. სამწუხაროდ, მას სხვა საგნების სწავლა უჭირს ასპერგერის დაავადების გამო, თუმცა ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პატარა მათემატიკური გენიოსია.
მარკ ტიან ბოედიჰარჯო ჰონკონგში დაიბადა და ყველაზე ახალგაზრდა ადამიანია, ვინს ჰონკონგის უნივერსიტეტში ჩააბარა: მაშინ 9 წლის იყო. სპეციალური პროგრამით სწავლობდა, სადაც განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ მათემატიკასა და სტატისტიკას. ახლა ორი დიპლომი და ბაკალავრის ხარისხი აქვს მათემატიკაში, ასევე ფილოსოფიის მაგისტრისა. დღესდღეობით ამერიკაში სწავლობს, რათა იქაც მაგისტრის წოდება მიიღოს.
პრიანში სომანი – ინდოელ პრიანში სომანის საოცარი ნიჭი აქვს, გონებაში ურთულესი მატემატიკური ამოცანები შეასრულოს. ექვსი წლისა დიდ ციფრებს ამრავლებდა და ყოფდა, მრავალი მსოფლიო რეკორდი ეკუთვნის სხვადასხვა სახის მატემატიკური მაგალითების ამოხსნაში და ამ ნიჭის გამო ხშირად იწვევენ სხვადასხვა ღონისძიებაზე.
აკიმ კამარა გერმანელი მევიოლინეა. ვიოლინოზე დაკვრა ორი წლისამ დაიწყო და გამოირჩევა საოცარი მეხსიერებით მუსიკაში, ის მუსიკაც კი ახსოვს, რაც ჯერ კიდევ საფენებში გახვეულს ესმოდა. მისმა მასწავლებელმა აბსოლუტური სმენა აღმოუჩინა და მუსიკის გაკვეთილებს გაძლიერებით უტარებდა. ვიოლინოზე დაკვრა საოცრად სწრაფად ისწავლა, სულ ექვს თვეში, 2013 წელს კი, სამი წლისა, კონცერტზე გამოვიდა.
იტან ბორტნიკი მუსიკოსი, სიმღერების ავტორი და მსახიობია. სამი წლის იყო, როცა კლავესინზე დაიწყო დაკვრა, ხუთი წლისამ – მუსიკის წერა. გინესის რეკორდების წიგნშია შესული, როგორც ყველაზე ახალგაზრდა სოლო შემსრულებელი. ათი წლისამ დიდი კონცერტი ჩაატარა ლას-ვეგასში და ნამდვილი ფურორი მოახდინა.
ტანიშ მეთიუ აბრაამი მენსას ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა წევრია (მენსა ორგანიზაციაა ყველაზე მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანებისთვის) – ამ ორგანიზაციაში ოთხი წლისა მოხვდა. მისი გენიალურობა ოთხი თვიდან გამოვლენილა, როცა საბავშვო წიგნების თვალიერება დაიწყო და სწორად პასუხობდა, რასაც ეკითხებოდნენ წიგნების შინაარსზე.
ხუთი წლისამ სტენფორდის უნივერსიტეტის მათემატიკის კურსები დაასრულა. ხშირად აქვეყნებს ესეებს ნასას ინსტიტუტის ვებსაიტზე.