"ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს" - ემიგრანტი დედის წერილი
"ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს" - ემიგრანტი დედის წერილი
1 / 3
Next
ემიგრაციაში მყოფმა ერთ-ერთმა მშობელმა ლელა თოლორდავამ საკუთარი ფეისბუქის საშუალებით,  ღია წერილით მიმართა  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს. ღია წერილში ქალბატონი სასკოლო განათლების ხარვეზებზე და ემიგრაციაშში გადახვეწილი მშობლების გასაჭირზე ამახვილებს ყურადღებას. 

აი, რას წერს ლელა თორდინავა მიხეილ ჩხენკელს:

"ბატონო მინისტრო, ეს წუთია მოვისმინე თქვენი საგანგებო განცხადება . გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს ამ ინიციატივას ერთხმად დაუჭერს მხარს ყველა მშობელი. ამ პრობლემის მოგვარებისთვის მანდატურის სამსახურის გაძლიერება და ფსიქოლოგების ჩართვაც მნიშვნელოვანია.

მაგრამ ბატონო მიხეილ, კორუფციას როდის აღმოფხვრით სკოლებში,
როდის?! რატომ ერთი სიტყვით არ ახსენეთ ეს თემა?! რამდენიმე დღის წინ ღია წერილით მოგმართეთ და ღიად დავადანაშაულე თქვენი სამინისტრო , რომ სამშობლოდან ჩემი და ათიათასობით დედის გადახვეწაშია დამნაშავე. თუ რატომ, ესეც აგიხსენით. მაგრამ ბუნდოვანი პასუხის მეტი ვერაფერი მივიღე. ისიც , რომ იტყვიან გამოვტყუე თქვენი ოფიციალური გვერდის ადმინისტრატორს. ჩემი მობილურის ნომერიც მოგწერეთ +393245411423 და ამ წუთამდე ველოდე ზარს, ვინ არ დამირეკა, ნაცნობმა - უცნობმა, გამოგიტყდებით, საქართველოდან შემოსული ყველა ზარი თქვენი მეგონა. იცით რატომ? იმიტომ , რომ მე რომ მინისტრი ვიყო , იმ ღია წერილის ავტორ ემიგრანტ დედას აუცილებლად დავურეკავდი და ვანუგეშებდი და ეს მარტო
ერთი შვილებსმონატრებული დედის ნუგეში კი არა , ყველა ემიგრანტი დედის ნუგეში იქნებოდა, სამშობლოში უდედოდ მიტოვებულ ყველა შვილს იმის იმედს ჩაუსახავდა, რომ დედა მალე დაუბრუნდებოდა... ამ ყველაფერის დაწერას ჩემი ნონნოს ძილში ვასწრებ, ტელეფონზე ვკენკავ ტექსტს და ვტირი, იცით რატომ?! ამას ჩემი შვილებიც წაიკითხავენ და იტირებენ? ამას ათიათასობით უდედოდ დარჩენილი შვილი წაიკითხავს და იტირებს. და ნამტირალები თვალებით ხვალ დილით წავლენ თქვენი სამინისტროს რწმუნების ქვეშ მყოფ საჯარო სკოლებში.
გადაფურცლეთ მომდევნო გვერდზე
1 / 3
Next
24844
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?