როგორ უპასუხა ემიგრანტი ქალის ღია წერილს განათლების მინისტრმა
როგორ უპასუხა ემიგრანტი ქალის ღია წერილს განათლების მინისტრმა
1 / 2
Next
ემიგრაციაში მყოფმა ლელა თოლორდავამ საქართველოს განათლების მინისტრს მიხეილ ჩხენკელ ღია წერილით რამდენიმე დღის წინ საკუთარი ფეისბუქიდან მიმართა (იხილეთ მისი წერილი). დღეს კი, ასევე მისი ფეისბუქგვერდიდან გახდა ცნობილი, რომ ქალბატონ ლელას ღია წერილს მინისტრმა უპასუხა და მათ შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

აი, რას წერს ის საუბრის დეტალებზე. 

"- ვივა, ლელა!!!
- ვივა, მინისტრო!!!
- ვივა, ჯორჯია!!!
იმედიანი მერკოლედი გამითენდა. ზუსტად ერთი კვირის უკან ზღვის პირას ვიჯექი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს ბატონ მიხეილ ჩხენკელს ღია წერილს ვწერდი, რომელმაც თქვენი დიდი ძალისხმევით მიაღწია ადრესატამდე. ერთი კვირის
მანძილზე ძალიან ბევრი ნაცნობი თუ უცნობი დამიკავშირდა. ბევრი მაიმედებდა, თუმცა იყვნენ ისეთებიც, რომლებიც ისედაც გულგატეხილ დედას ბოლომდე მიფლეთდნენ გულს. შეეშვი ქარის წისქვილებთან ბრძოლას და შენს საქმეს მიხედე, ვერ ხედავ, ქვეყანას ფეხებზე რომ ჰკიდიხარო, ჟურნალისტი ბადანტედ გაქცია და რისი იმედი გაქვსო...
არც ერთი მსგავსი წერილი გულთან ახლოს არ მიმიტანია, არც ერთი უსიტყვო დაცინვა, ზურგს უკან კრიტიკა და ინტრიგან მშობლად მონათვლა არად ჩამიგდია და იცით, რატომ?! გულის სიღრმეში დარწმუნებული ვიყავი ჩემს ხმას მივაწვდენდი მას, ვისაც მინდოდა, რომ გაეგო.
დამერწმუნეთ, არასდროს ასე არ დავლოდებივარ ვინმეს ზარს, ასე სულმოუთქმელად. სიზმარშიც კი დამირეკა რამდენჯერმე მინისტრმა.  გუშინ საღამოს ნაგვის
გადასაყრელად 5 წუთით გასულს, ტელეფონი სახლში დამრჩა და ეს რომ აღმოვაჩინე, არ ვიცი, რა სიჩქარით დავფარე უკანა გზა,  ახლა სინიორ დომენიკო იკითხეთ, ათასჯერ მეკითხებოდა - მინისტრმა დაგირეკაო?
დილით, კოლაციონეზე ჩვენი მსოფლიო ჩემპიონის ლაშა ტალახაძის გამო რომ ლამის დავახრჩვე სინიორ დომენიკო, ხომ გითხარით. 
...ის იყო მოვრჩი მანჯარის კეთებას და მელანძანას კოტლეტი თეფშზე გადმომქონდა, ზარია ტელეფონზე. დავხედე ეკრანს და საქართველოო... არ ვიცი, დიახ ვუთხარი თუ გისმენთ, პრონტო რომ არ მითქვამს, ზუსტად მახსოვს.

- მოგესალმებით, ქალბატონო ლელა, მიხეილ ჩხენკელი გაწუხებთო...
ჩემი პაუზა...
- ცუდ დროს ხომ არ გირეკავთო...
- დიახ, ჩემს ნონოს სადილს მივართმევ და 5 წუთში შევძლებ საუბარს-მეთქი.
- კარგით 5 წუთში დაგირეკავთო...

გადაფურცლეთ შემდეგ გვერდზე
1 / 2
Next
17425
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
bela
0
სამაგალითოა თქვენი გაბედულება და შეუპოვრობა , წარმატებებს და გამძლეობას გისურვებ! გაიხარეთ.......
15:16 / 05-03-2018
აბაა
0
ყველა დედა ესე უნდა მოიქცეს და აღარ იქნება ამდენი უდედოდ გაზრდილი შვილი'მეამაყებით ქალბატონო .ამ უაზრო კომენტარებს კი ყურადღებას ნუ მიაქცევთ
11:12 / 07-12-2017
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?