გაატარე ორი კვირა დიდი ბრიტანეთის საუკეთესო საზაფხულო სკოლაში და გაიღრმავე შენი ცოდნა ახალგაზრდა ჟურნალისტების კურსის ფარგლებში!
ადგილმდებარეობა: უიმბლდონის ინგლისურის სკოლა ლორდ ვონდსვორთის კოლეჯში
თარიღები: 29 ივლისი-11 აგვისტო, 2018 წელი
კურსის სტრუქტურა: ზოგადი ინგისური+ახალგაზრდა ჟურნალისტის კურსი
წარმოიდგინე! ესაა შენი შანსი, იმოგზაურო და მოინახულო უნიკალური ადგილები დიდ ბრიტანეთში და ამასთანავე გაიუმჯობესო ინგლისური ენა ყველაზე საინტერესო და სახალისო ფორმით, გაიცნო ახალი
კურსის განმავლობაში შენ ისწავლი:
- ინტერვიუს სტრუქტურას
- გაზეთის ენას
- როგორ შექმნა ახალი ამბები ტაბლეტის ან სმარტფონის მეშვეობით
- საგამომძიებლო ჟურნალისტიკის მექანიზმები
- როგორ იქმნება სასკოლო გაზეთი
რა უნდა გააკეთო იმისთვის რომ დაეუფლო ამ პრიზს?
პირველ რიგში, აუცილებლად უნდა იყო 13-16 წლის.კონკურსს ეყოლება სამი პოტენციური გამარჯვებული
1) 20 თებერვლამდე, უნდა მოგვწეროთ 10 კითხვა, რომელსაც დაუსვამდით თბილისის მერს, კახა კალაძეს.2) 20 მარტამდე, უნდა მოგვწეროთ 10 კითხვა, რომელსაც დაუსვამდით დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმითს.
3) 20 აპრილამდე, უნდა მოგვწეროთ 10 კითხვა, რომელსაც დაუსვამდით საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას.
კონკურსის ბოლო ეტაპზე, სამი გამარჯვებული ინტერვიუს მოამზადებს საქართველოს პრემიერ მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან.I კონკურსის გამარჯვებულს ექნება
შესაძლებლობა, ინტერვიუ ჩამოართვას პირადად თბილისის მერს, კახა კალაძეს. ინტერვიუ დაიბეჭდება Georgia Today Education-ის მარტის ნომერში.II კონკურსის გამარჯვებულს (გარდა I კონკურსის გამარჯვებულისა), შესაძლებლობა აქვს შეხვდეს და ინტერვიუ ჩამოართვას დიდი ბრიტანეთის ელჩს საქართველოში, ჯასტინ მაკკენზი სმითს. ინტერვიუ დაიბეჭდება Georgia Today Education-ის აპრილის ნომერში.
III კონკურსის გამარჯვებულს (გარდა I , II კონკურსების გამარჯვებულებისა) შესაძლებლობა აქვს შეხვდეს და ინტერვიუ ჩამოართვას საქართველოს პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას. ინტერვიუ ასევე დაიბეჭდება Georgia Today Education-ის მაისის ნომერში.
დამოუკიდებელი ჟიური სწორედ ამ სამი კონკურსანტიდან შეარჩევს საუკეთესოს!
როგორ შემიძლია ვიყო საუკეთესო?
აჩვენე, რომ შეგიძლია ჩამოაყალიბო და დასვა კითხვები ინგლისურ ენაზე. მოუსმინე რესპოდენტის პასუხებს და შექმენი მასალა ბეჭდური გამოცემისთვის. იმისათვის, რომ კითხვები ინფორმაციული და საინტერესო იყოს, თვალი ადევნე უახლეს მოვლენებს, გაეცანი იმ პრობლემებს, რომლებიც თანამოქალაქეებს აწუხებთ.ჟიური შეარჩევს ერთ გამარჯვებულს. გამარჯვებული ინტერვიუ დაიბეჭდება Georgia Today Education-ის ივნისის ნომერში, ასევე Georgia Today Education-ში.
საუკეთესო ინტერვიუს ავტორი გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში და მიიღებს ორკვირიან უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ემახსოვრება!
გისურვებთ წარმატებებს და ველოდებით თქვენ მიერ მომზადებულ შეკითხვებს!
გამარჯვებული კითხვები უნდა იყოს გონივრული, მოძიებისა და გადამოწმების შედეგად დასმული და ამასთანავე, კონსტრუქციულად გამართული.
ბმულზე შეგიძლიათ გაეცნოთ საზაფხულო სკოლის შესახებ ინფორმაციას- https://www.wimbledon-school.ac.uk/juniors/ and brochure https://www.wimbledon-school.ac.uk/resources/wse_2018_junior_brochure.pdf