როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია?
როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია?
ახალი სასწავლო წელი საქართველოს საჯარო სკოლებში 2018 წლის 17 სექტემბერს იწყება, რადგან სწავლის დაწყების მუდმივ თარიღად განსაზღვრული 15 სექტემბერი შაბათია, სასწავლო პროცესი კანონში არსებული ჩანაწერის თანახმად, ორშაბათს, 17 სექტემბერს უნდა დაიწყოს.

გამომდინარე იქიდან, რომ სწავლის დაწყების დღეს მოსწავლე უნდა იყოს 6 წლის, მშობლების ნაწილს გაუჩნდა კითხვა, შეძლებენ თუ არა სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვები.

როგორც mshoblebi.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას შეძლებენ ის ბავშვებიც, რომლებსაც 1
6 და 17 სექტემბერს უსრულდებათ 6 წელი.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, როდის დაიწყება პირველკლასელთა რეგისტრაცია, სამინისტროში კონკრეტულ თარიღს ჯერ ვერ ასახელებენ.

რუსკა კილასონია

1255
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები