სვიფტელები ფინალისტის სერტიფიკატსა და მილანის საგზურის მოგების დამატებით შანსს მიიღებენ სასკოლო ოლიმპიადა "სვიფტის" ინგლისური ენის ფინალური ტური 24 მარტს საქართველოს მასშტაბით ცხრა ქალაქში გაიმართება.
ოლიმპიადის დამფუძნებლის, ირაკლი ვეფხვაძის განმარტებით, ოლიმპიადის მეორე ტურში გამოცხადებული სვიფტელები ფინალისტის სერტიფიკატსა და მილანის საგზურის მოგების დამატებით შანსს მიიღებენ.
"სვიფტელებს ასევე საშუალება ექნებათ, მოიგონ საოცნებო პრიზები: პლანშეტი, მობილური ტელეფონი, ველოსიპედი და სხვა საჩუქრები. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოსწავლეებისთვის ყოველთვის ორიგინალური, გამორჩეული და სურპრიზებით სავსე ოლიმპიადები ჩავატაროთ. გამარჯვებასაც განსაკუთრებული, განსხვავებული და ფასეული პრიზებით აღვნიშნავთ, - განაცხადა ირაკლი ვეფხვაძემ.
მისი თქმით, "სვიფტის" პირველი ტური საქართველოს ცხრა ქალაქში 3 მარტს, დედის დღეს წარმატებით ჩატარდა, რის შედეგადაც ფინალისტები უკვე გამოვლინდნენ. ახლა
კი მათ მეორე ტურში გამარჯვების შანსი აქვთ.
აღსანიშნავია, რომ სასკოლო ოლიმპადა "სვიფტი“ პირველია, რომელმაც პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ არასრულწლოვნებს ინოვაციურ ოლიმპიადაში ჩართვის საშუალება სრულიად უსასყიდლოდ მისცა.
"სვიფტის" დამფუძნებლის განმარტებით, ოლიმპიადის მიზანია თითოეულ მოსწავლეს მიეცეს მოტივაციის ამაღლების, განვითარებისა და საკუთარი ცოდნის დონის მუდმივად კონტროლის საშუალება, რაც მის სამომავლო წარმატებას განაპირობებს.