პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დაწყების თარიღი ცნობილია
პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპის დაწყების თარიღი ცნობილია
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაცია 2018-2019 სასწავლო წლისთვის სავარაუდოდ 10 აპრილს დაიწყება. ინფორმაცია განათლების სამინისტროში გადავამოწმეთ და გვითხრეს, რომ 10 აპრილს გაიმართება ბრიფინგი, სადაც მეორე და მესამე ეტაპის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გაჟღერდება. მანამდე კი შეგახსენებთ
რეგისტრაციის ეტაპებს:

I ეტაპი – პირველ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში – სკოლაში რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები: რომლის და-ძმაც სწავლობს ამ სკოლაში; რომლის მშობელიც სკოლის თანამშრომელია (მშობელი და არა ბებია ან ბაბუა); რომლის ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

II ეტაპი – ეს საყოველთაო ელექტრონული
რეგისტრაციაა, რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე რეგისტრაცია უნდა გაიაროთ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე ელექტრონულად.

III ეტაპი – რეგისტრაცია განხორციელდება სკოლაში, II ეტაპის დასრულების შემდგომ გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ადგილებზე, მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე. მესამე ეტაპზე დარეგისტრირების მსურველები დოკუმენტაციას წარადგენენ უშუალოდ სკოლაში მისვლის დროს.

სკოლაში შესვლის ასაკი არის 6 წელი, 2018-2019 სასწავლო წელს პირველ კლასში შესვლას 16 და 17 სექტემბერს დაბადებული ბავშვებიც შეძლებენ, ვინაიდან სწავლა იწყება 17 სექტემბერს.
ციცი ომანიძე
1308
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები