პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის თარიღი ცნობილია იმ მშობლებს, ვისაც სასკოლო ასაკის შვილები ჰყავთ, „ცხელი“ გაზაფხული ელით. თუ არც თქვენ და არც თქვენი ოჯახის წევრი არ ხართ სკოლის თანამშრომელი და სურვილი გაქვთ, თქვენმა შვილმა მოთხოვნად სკოლაში ისწვალოს, მაშინ დიდი ნერვიულობა და ციებ-ცხელება 8 მაისისთვის გელოდებათ.
დღეს განათლების სამინისტროს ოფიციალური ბრიფინგის მეშვეობით ცნობილი გახდა, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო, რაც იმას ნიშნავს, რომ 10 აპრილიდან - 27 აპრილამდე, რეგისტრაცია ხელმისაწვდომია იმ მოსწავლეებისთვის: რომლის და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში, სადაც პირველკლასელი უნდა მივიდეს, ასევე მათთვის, ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია, ან ოჯახიდა ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 2018 წლის 30 აპრილიდან 7 მაისის ჩათვლით.
მეორე ეტაპი, ანუ საყოველთაო რეგისტრაცია 8 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისამდე გასტანს. ამ პერიოდში შესაძლებელი იქნება ყველა იმ ბავშვის რეგისტრაცია, რომელიც სკოლაში შესვლის ასაკს აკმაყოფილებს. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.emis.ge ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების მიღება განხორციელდება 11 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების განსაზღვრულ ვადებში წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება.
მესამე, ანუ დასკვნითი ეტაპი 2 ივლისდან 16 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ვადებში მოხდება მეორე ეტაპის დასრულების შემდგომ, გამოთავისუფლებულ, ადგილებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია. მესამე ეტაპზე დასარეგისტრირებლად მშობელი უნდა მივიდეს სკოლაში და იქ განახორცილოს რეგისტრაციის პორცესი. ასევე, სკოლაში უნდა მივიდნენ ის მშობლები, რომლებსაც გარკვეული პრობლემები ჰქონდათ დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით.
ციცი ომანიძე