განათლებასიახლეები
"მეორე კლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება, პირველიდან მე-6 კლასამდე კი განახლებული სახელმძღვანელოები იქნება"
"მეორე კლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება, პირველიდან მე-6 კლასამდე კი განახლებული სახელმძღვანელოები იქნება"
ლია გიგაური - ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელებისთვის გაკვეთილი 5 წუთით შემცირდება, პირველიდან მე-6 კლასამდე კი განახლებული სახელმძღვანელოები იქნება ახალი სასწავლო წლიდან მეორე კლასელი მოსწავლეებისთვის საგაკვეთილო პროცესი 5 წუთით შემცირდება, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის თემა“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა განაცხადა.

გიგაურის ინფორმაციით, წელს დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება, რომლის ერთ-ერთი ნაწილი ნაკლებად დამღლელი საგაკვეთილო პროცესია.

„წელს, დაწყებით საფეხურზე, პირველიდან მე-6 კლასამდე ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ინერგება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა
კლასში გვექნება შინაარსობრივად და ტექნიკურად
განახლებული სახელმძღვანელოები აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდოლოგიური მიდგომით. განსხვავებული საგნები შემოდის. რაც მთავარია, ისინი განტვირთულია და ასაკთან მეტად არის შესაბამისობაში მოყვანილი - ნაკლები საშინაო დავალებებია, უფრო მეტად აქცენტი გადატანილია საკლასო და სასკოლო აქტივობებზე. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ელექტრონული რესურსები, რომელიც უფრო აქტიურს გახდის საგაკვეთილო პროცესს, იქნება მრავალფეროვანი. თითოეულ სახელმძღვანელოს და მასწავლებლის სარეკომენდაციო წიგნს ასეთი რესურსები ახლავს. მოგეხსენებათ, ახლა მიმდინარეობს სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესი. იმედი გვაქვს, განახლებული სახელმძღვანელოებით, განახლებული მიდგომებით, ასევე მეორე კლასელებისთვის 5 წუთით შემცირებული გაკვეთილებით, რაც ერთ-ერთი მიდგომაა, რომ ძალიან დამღლელი არ იყოს საგაკვეთილო პროცესი - ახალი სასწავლო წელი 17 სექტემბერს სკოლაში მისული მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ჩვენ გვინდა მოსწავლეს ვასწავლოთ სწავლის სწავლა, რომ მეტად იყოს უნარებზე ორიენტირებული და ნაკლებად - დაზეპირებაზე; მეტად აზროვნებასა და ლოგიკაზე და ნაკლებად - ტვიტრთადქცეულ დავალებებზე, რომელიც მოსწავლეს არაფერს აძლევს“, - განაცხადა ლია გიგაურმა. 
ინტერპრესნიუსი
ბეჭდვა