ბრძანება უკვე ძალაშია
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით , 2017-2018 სასწავლო წელს მეთორმეტეკლასელების მიერ 2018 წლის 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენები არ იანგარიშება. ეს ნიშნავს იმას, რომ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს უფლება აქვთ გაკვეთილებს აღარ დაესწრონ და ე.წ. თავისუფალი დასწრებით ისარგებლონ. შესაბამის ბრძანებას მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
როგორც ცნობილია, მეთორმეტეკლასელებისთვის წელს სწავლა 18 მაისს დასრულდება და 24 აპრილიდან 18 მაისის ჩათვლით გაცდენილი საათები – "არები" არ უანგარიშდებათ. თუმცა, ამ პერიოდში, მათთვის სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობს.
რუსკა კილასონია