ახალ სასწავლო წელს მიიღებენ თუ არა I-VI კლასის მოსწავლეები შეცვლილ სახელმძღვანელოებს?
ახალ სასწავლო წელს მიიღებენ თუ არა I-VI კლასის მოსწავლეები შეცვლილ სახელმძღვანელოებს?
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, I-VI კლასის ახალ სახელმძღვანელოებს მოსწავლეები სექტემბერში მიიღებენ. 
როგორც უწყებაში განმარტავენ,  გრიფირების მიმდინარე პროცესი, რომელიც I-VI კლასის სახელმძღვანელოებს შეეხება, უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების შინაარსობრივი მხარის დახვეწას და ასევე, წიგნებს ექნება მსუბუქი წონა. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სახელმძღვანელოების გრიფირების ახალი ფორმატი შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც სახელმწიფო კომისიის წევრები სახელმძღვანელოებს აფასებენ. სწორედ ისინი არჩევენ, რომელი წიგნები შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს.

გრიფირების ფორმატი, რომელიც განათლების სამინისტრომ გამომცემლობების წარმომადგენლებთან, სპეციალისტებთან და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად შეიმუშავა, ითვალისწინებს მხარეთა თანასწორობას და
პროცესის გამჭვირვალობას.


რუსკა კილასონია




871
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
კატეგორიით მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
ახერხებთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანას, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა გიჯდებათ ეს დაახლოებით?