თქვენი ბავშვი დასვენებასთან ერთად შეიძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ყველაზე სუსტ სახლის კომპიუტერსაც კი მოგესალმებით, ძვირფასო მშობლებო! გადავწყვიტე მოგმართოთ პირადად თქვენ, იქიდან გამომდინარე, რომ მიმდინარეობს ცხარე დისკუსიები ცხოვრების რიტმის სწრაფ ცვლილებებთან დაკავშირებით. ჩვენი შვილები კი ჯერ არ არიან მზად გაიაზრონ რას პროგნოზირებენ ექსპერტ-ტექნოლოგები.
თქვენ თვითონ განსაჯეთ: სანთელი, ბატის ბუმბულის კალამი და მელანი შეცვალა ელექტრონათურამ, ავტოკალამმა, ფლომასტერმა. ახლა კი კომპიუტერმა, პლანშეტმა, სმარტფონმა თავისი საოფისე პროგრამებით დოკუმენტაციი სშედგენა -შენახვისთვის ჩაანაცვლეს ავტოკალამი და ქაღალდი. გახსოვთ, არცთუ ისე დიდი ხნის წინათ, როგორი სირთულით ვიძენდით წიგნებს საოჯახო ბიბლიოთეკისთვის, დღეს კი შეგვიძლია კომპიუტერით ნებისმიერი ელექტრონული ბიბლიოთეკის მეშვეობით მოვიძიოთ ჩვენთვის სასურველი მასალები.
ეს ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად და ბუნებრივად. სმარტფონი დღეს თითქმის ყველა ჩვენთაგანს აქვს, მაგრამ რთულია გახსენება რომ იგი ბაზარზე მხოლოდ 2008 წელს გამოჩნდა და თავიდან საკმაოდ მაღალი ფასიც ქონდა, დღეს კი იგი ყველა ჩვენთაგანისთვის ხელმისაწვდომია.
ტექნოლოგიის ესეთი ტემპით წინსვლა ქმნის ძალიან ბევრ შეუვსებელ ვაკანსიას. მეტიც, ბევრი განვითარებული ქვეყანა, ისეთები როგორც ახალი ზენლანდია და ავსტრალია განსაკუთრებულ აქცენტს აკეთებენ პირებზე რომელნიც კომპიუტერულ ენებს მაღალ დონეზე ფლობენ, და ასეთ ხალხს ხშირ შემთხვევებში სამუდამო საცხოვრებელ/სამუშაო ვიზასაც აძლევენ.
კიდევ რამდენი ხანი უნდა იჯდეს უქმად თქვენი შვილი კომპიუტერის მონიტორთან და ფუჭად ხარჯოს დრო სოციალურ ქსელებსა თუ უსარგებლო თამაშებში? რა არის თქვენი რეაქცია ამდროს? დასჯით და წაართმევთ კომპიუტერს? ეს არასწორი იქნებოდა, რადგან კომპიუტერი ჩვენს თანამედროვეობაში წარმოადგენს განათლების ყველაზე ეფექტურ წყაროს.
სწორედ ამიტომ IT აკადემია სტეპ-მა შექმნა საზაფხულო სკოლა, 8-12 წლამდე და 13-15 წლამდე ბავშვებისთვის. ორი კვირის განმავლობაში თქვენი ბავშვი დასვენებასთან ერთად შეიძენს ცოდნას იმის შესახებ, თუ რამხელა პოტენციალი აქვს ყველაზე სუსტ სახლის კომპიუტერსაც კი. სწავლასთან, კვებასთან და გართობასთან ერთად თქვენს ბავშვს ექნება თვითრეალიზაციის ძალიან ბევრი შესაძლებლობა, იქნება ეს ორატორობის მასტერკლასში თუ საკუთარი ნამუშევრების პრეზენტაციაზე, რაც ძალიან გამოადგება ნებისმიერ სამომავლო კარიერულ გზაზე.
IT აკადემია სტეპს აგრეთვე აქვს კურსები ზრდასრული პროფესიონალებისთვის, რის წარმატებით გასვლის შემდეგაც ისინი იღებენ სერტიფიცირებას ისეთი კომპანიებიდან როგორებიცაა Microsoft და Cisco. ჩვენი გამოცდილი ლექტორები და პედაგოგები 2 კვირის განმავლობაში ეცდებიან დააინტერესონ და შეაყვარონ თქვენ ბავშვს სპეციალობა, რომელიც მას ძლიერ ფინანსურად უზრუნველყოფილს გახდის მთელი ცხოვრების განმავლობაში. სწორედ 8 დან 15 წლამდე ასაკში ახდენს ბავშვი ირიბ იდენტიფიცირებას საკუთარ მომავალ კარიერასთან და ექნმნება დაახლოებითი წარმოდგენა თუ რითი დაკავდება მომავალში.
თუ გსურთ რომ თქვენი ბავშვი შემოუერთდეს IT academy Step - ის საზაფხულო სკოლის პროგრამას, გადადით მოცემულ ბმულზე. https://ge.itstep.org/summer-camp-ge/